ავტორი:

"ეშმაკი ხუანის“ ნაადრევად დასრულებული სიცოცხლე და შვილი, რომელიც მამის ასლია - ლეგენდარული სერიალის მსახიობის, ედუარდო პალომოს ტრაგიკული ცხოვრება

"ეშმაკი ხუანის“ ნაადრევად დასრულებული სიცოცხლე და შვილი, რომელიც მამის ასლია - ლეგენდარული სერიალის მსახიობის, ედუარდო პალომოს ტრაგიკული ცხოვრება

ლეგენდარული მექსიკელი მსახიობი ედუარდო პალომო ქართველებმა 90-იან წლებში, "ეშმაკი ხუანის“ როლით გაიცნეს. უკანონო შვილი, რომელიც საზოგადოებაში დამკვიდრებას ცდილობდა, მაღალი წრის წარმომადგენელ ორ დას შეუყვარდა. "ველური გული“ პირველი სერიალი გახლდათ, რომელსაც მთელი საქართველო უყურებდა. სერიალი ისეთი პოპულარული იყო, რომ მშობლები გოგონებს მისი მთავარი გმირის, მონიკას გამო - მონიკას არქმევდნენ.

მართალია, იმ წლებში ინტერნეტი ხელმისაწვდომი არ ყოფილა და არც მსახიობების შესახებ იყო შესაძლებელი ბევრი ინფორმაციის მოპოვეა, მაგრამ ხუანის როლის შემსრულებლის, ედუარდო პალომოს გარდაცვალების ამბავი მაინც გავრცელდა საქართველოში. ფანების ნაწილს წლების განმავლობაში ეს ინფორმაცია ჭორი ეგონა.

მექსიკელი მსახიობი 2003 წლის ნოემბერში მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა. ლოს-ანჯელესში მეგობრებთან ერთად რესტორანში ვახშმობდა, როდესაც ცუდად გახდა. მსახიობი კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო კვლევებმა აჩვენა, რომ გულის დაავადება მას უკვე რამდენიმე წელია აწუხებდა.

ედუარდო დაქორწინებული გახლდათ მსახიობ კარინა რიკოზე. წყვილმა 1994 წლის ნოემბერში იქორწინა და სიცოცხლის ბოლომდე ერთად იყვნენ. მათ ორი შვილი ჰყავთ, ფიონა ალექსა, რომელიც 1998 წლის ოქტომბერში დაიბადა და 2000 წლის ოქტომბერში დაბადებული ლუკა.

გაგაცნობთ საინტერესო ფაქტებს მსახიობის შესახებ:

ედუარდო პალომო იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საზოგადოების საყვარელი მსახიობი მამაკაცი სერიალების სამყაროში.

როდესაც ედუარდო გარდაიცვალა, მისი შვილები სულ რაღაც 3 და 5 წლის იყვნენ.

მსახიობის გარდაცვალებიდან 18 წელზე მეტი გავიდა. მისი ოჯახი, ედუარდოს ყოველთვის სიყვარულით იხსენებს. მსახიობის შვილებმა, ორივემ მამის გზა აირჩია.

შვილები ყოველთვის იხსენებენ მამას სოციალურ ქსელში და მასთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ. ისინი ამაყობენ ედუარდო პალომოთი.

კარინა რიკო, მსახიობის ქვრივი გარდაცვლილ მეუღლეს ხშირად იგონებს და მის თაყვანისმცემლებს ერთად ცხოვრების დეტალებზეც ესაუბრება.

"ჩვენ ყოველ წელს აღვნიშნავთ შენს დაბადების დღეს. დღეს, როდესაც შენ შემოხვედი ამ ცხოვრებაში, შენი სინათლითა და თვალებით დიდი სიხარული და სიყვარული მოუტანე მათ, ვინც შენს ცხოვრებაში იყო. მჯერა, რომ სადაც არ უნდა იყო, ბედნიერი იქნები. იცოდე, რომ ბევრს ახსოვხარ და კიდევ ბევრი გიხსენებს სიყვარულით.

ჩვენ კარგად ვართ და ვცხოვრობთ ყოველი დღის სიხარულით, რადგან შენ გვყავდი, მიუხედავად იმისა, რომ ეს დრო ამ სამყაროში ხანმოკლე იყო. გვიყვარხარ, გვენატრები და ვფიქრობ, რომ შენ მეტსაც იმსახურებ. მთელ ჩვენს სიყვარულს გიგზავნით, სადაც არ უნდა იყო", – დაწერა კარინამ გარდაცვლილი მეუღლის დაბადების დღეზე.

ფიონა მამაზე ხშირად აქვეყნებსს სოციალურ ქსელში პოსტებს. ერთ-ერთ მათგანში წერს, რომ ძალიან ენატრება მამა:

  • "მთვარე, მზე და ზღვა მაცნეები არიან, რომლებიც ჩემს წერილებს ჩინური მელნით მოგიტანს სიჩუმეში, მამა. ათასობით კითხვა მაქვს შენთან და ჩემი ოცნებების, ჩემი სურვილების და ჩემი ტკივილების ესკიზები მინდა გაგიზიარო. ქარს ჩავეხუტები, რომ ჩაგეხუტო, სანამ ისევ არ შევხვდებით. და სხვა სახელიც და სხვა სხეულიც რომ გვქონდეს, ჩემი გული ამოგიცნობს შენს იმ სიმშვიდით, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა ომებისა და ტრიუმფების ხანგრძლივი დღის შემდეგ სახლში ბრუნდება."

ეჭვგარეშეა, რომ ფიონა და ლუკა მამის საუკეთესო ანარეკლია.

და ბოლოს, სამი წლის წინ, 54 წლის ასაკში სერიალ "ველური გულის“ მექსიკელი მსახიობი ედიტ გონსალესი გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა, რომელსაც ის ბოლო სამი წლის განმავლობაში ებრძოდა. ხუანისა და მონიკას წყვილმა სერიალისგან განსხვავებით, ადრეუ ასაკში დაასრულა ცხოვრება.