ავტორი:

დაღესტანში ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციის 100-ზე მეტი მონაწილე დააკავეს

დაღესტანში ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციის 100-ზე მეტი მონაწილე დააკავეს

დაღესტანში ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები მოხდა.

ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა მონიტორმა OVD-Info-მ განაცხადა, რომ რეგიონის დედაქალაქ მახაჩკალაში საპროტესტო აქციების დროს 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ჯგუფმა შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ დაკავების პროცესი ძალიან უხეშად მიმდინარეობდა.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ათობით ვიდეოში ჩანს, როგორ უპირისპირდებოდნენ მომიტინგეები პოლიციას და უსაფრთხოების სხვა წარმომადგენლებს მახაჩკალაში.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ელექტროშოკებსა და ხელკეტებს იყენებენ.

შეგახსენებთ, დაღესტანში მოსახლეობამ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია გააპროტესტა.