ავტორი:

"ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ გაურკვევიათ, ვინ ვისკენ არის, ვინ უნდა იყოს თავმჯდომარის მხარეს, ვინ მიშას მხარეს" - კალაძე

"ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ გაურკვევიათ, ვინ ვისკენ არის, ვინ უნდა იყოს თავმჯდომარის მხარეს, ვინ მიშას მხარეს" - კალაძე

"ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ გაურკვევიათ ვინ ვისკენ არის, ვინ უნდა იყოს თავმჯდომარის მხარეს, ვინ მიშას {მიხეილ სააკაშვილის} მხარეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რას უკავშირდება გავრცელებული ინფორმაცია, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა.

როგორც კახა კალაძე განმარტავს, სააშკარაოზე გამოაქვთ, რომ გუნდში დაპირისპირებაა.

"მე გამიჭირდება მათ შიდა დაპირისპირებაზე საუბარი. ცხადია, რომ სააშკარაოზე გამოაქვთ ერთმანეთთან დაპირისპირება. იქ ნიკა მელიას უპირისპირდებიან, იქ ვიღაც კეზერაშვილს უპირისპირდება. ეს ცხადია, ჩანს, მათი პარტიული საქმეებია და ალბათ, გაარკვევენ ურთიერთობებს. პარტიაში ვერ გაურკვევიათ ვინ ვისკენ არის, ვინ უნდა იყოს თავმჯდომარის მხარეს, ვინ მიშას {მიხეილ სააკაშვილის} მხარეს. ალბათ, თავად დალაგდებიან “, - აღნიშნავს კალაძე.