ავტორი:

"დასავლეთი რუსეთს პატივისცემით უნდა მოეპყროს" - ვლადიმერ პუტინი

"დასავლეთი რუსეთს პატივისცემით უნდა მოეპყროს" - ვლადიმერ პუტინი

დასავლეთი რუსეთს პატივისცემით უნდა მოეპყროს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ჩვენ (რუსეთის ფედერაციას) პატივისცემით უნდა მოგვეპყრონ“, - აღნიშნა პუტინმა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ბელარუსი კოლეგის სიტყვებზე, რომ "მინსკი დასავლეთს არ დაელაპარაკება მისი მხრიდან პატივისცემის გარეშე“.

ცნობისათვის, ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის შეხვედრა სოჭში მიმდინარეობს.