ავტორი:

"შვილის გარდაცვალების შემდეგ ამნეზია დამემართა" - მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი

"შვილის გარდაცვალების შემდეგ ამნეზია დამემართა" - მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი

ორი წლის წინ, თეატრისა და კინოს მსახიობს ნანა ფაჩუაშვილს, ვაჟი გარდაეცვალა. თამაზ აფხაიძე 55 წლის იყო. ნანა ფაჩუაშვილმა პირველ მეუღლესთან - თამაზ აფხაიძე უფროსთან სულ ხუთი თვე იცხოვრა. მეუღლე რამდენიმე თვეში ტრაგიკულად დაიღუპა, თუმცა მისგან ერთი ვაჟი - თამაზ აფხაიძე უმცროსი დარჩა. მსახიობი გადაცემა "სხვა კითხვებში“ შვილის გარდაცვალების ტკივილით გამოწვეულ ამნეზიაზე ისაუბრა და ასევე მისი და მსახიობ გოგი ხარაბაძის ურთიერთობაზე...

"მარტო ვარჩიე ცხოვრება, მარტო ვარ, მიუხედავად იმისა რომ იყო საშიშროება ცუდად გავმხდარიყავი. ჩემი ქალიშვილი უცხოეთში ცხოვრობს და ჩემი ვაჟის გარდაცვალების შემდეგ, ის დარჩა სამი თვე ჩემთან. მოულოდნელად ცუდად გავმხდარვარ, ორდღიანი ამნეზია დამემართა. მიხვდა ჩემი ქალიშვილი რომ ვერ ვიყავი კარგად, დარეკა, მოვიდნენ ჩემი შვილიშვილები. მე ამ დროს სად ვარ რეალობას მოწყვეტილი, დავფრინავ, იცით, რა კარგი იყო...

სასწრაფო მოვიდა და არ მივყვებოდი. რად მინდა სასწრაფო-მეთქი. გონზე რომ მოვედი, საავამდყოფოში ვიყავი, ბეწვზე გადავრჩი. როდესაც პალატაში ჩემი შვილიშვილი ლევანიკო შემოვიდა და საწოლთან მისი ხელი დავინახე, ვკითხე, კი მაგრამ, შენ რატომ ხარ აქ, თამაზი სად არის-მეთქი. თან ვნერვიულობდი რომ არ იყო, თან ვეკითხებოდი. ეს დამემართა შვილის დაღუპვიდან თვენახევარში. აი, იქ უკვე მიხვდნენ, რომ ვერ ვარ... ნუ გეშინია, მოვაო, მამშვიდებდა. იმის შემდეგ, სულ ეშინია ლევანს, ხშირად მეკითხება, - ნანა, როგორ ხარ?.." - განაცხადა მსახიობმა.

ნანა ფაჩუაშვილმა ასევე ისაუბრა მსახიობ გოგი ხარაბაძეზე, რომელთანაც კონფლიქტი ჰქონდა...

"ჩვენი ხასიათი ვერ შეეწყო, მაგრამ ვიყავით პარტნიორები და ჩვენი პროფესიონლიზმის წყალობით ეს არ გვეტყობოდა სცენაზე. არადა, კულისებში არც ვესაუბრებოდით ერთმანეთს. ერთხელ რაღაც შენიშვნა მივეცი როგორც პარტნიორს და არ მიიღო... ჩემ თავზე გავბრაზდი, ვინ მეკითხებოდა. მერეც წლები არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს და მოხდა, ისე რომ ჩემი შვილის ტრაგედიის დროს ეკლესიაში შემოვიდა. უკვე უჭირდა სიარული, დიდი ტკივილით მომისამძიმრა, ჩვენ ერთი დიდი ტრაგედიის ადამიანები აღმოვჩნდით. მან გადადგა ეს ნაბიჯი. მაგრამ მანამდე მე გადავდგი და საპასუხო იყო გოგის მხრიდან... სიბერეში უფრო გავუგეთ ერთმანეთს როდესაც გაგვიჭირდა".