ავტორი:

"სროლა ყვირილის და მოთხოვნების გარეშე დაიწყო. ჯერ დაცვის თანამშრომელს ესროლა, შემდეგ - მე" - რა ჰყვება 16 წლის მოზარდი, რომელიც რუსეთში, სკოლაზე თავდასხმას სასწაულით გადაურჩა

"სროლა ყვირილის და მოთხოვნების გარეშე დაიწყო. ჯერ დაცვის თანამშრომელს ესროლა, შემდეგ - მე" - რა ჰყვება 16 წლის მოზარდი, რომელიც რუსეთში, სკოლაზე თავდასხმას სასწაულით გადაურჩა

დღეს, დილად რუსეთის ქალაქ იჟევსკის 88-ე სკოლაში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ჯერ დაცვას, შემდეგ კი ბავშვებს გაუხსნა ცეცხლი. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოაქვეყნა განახლებული ინფორმაცია თავდასხმის მსხვერპლთა შესახებ. მოკლულია 13 ადამიანი, მათ შორის 7 ბავშვი. დაჭრილია - 21, რომელთაგან 14 არასრულწლოვანია.

საგამოძიებო კომიტეტის ცნობითვე, თავდამსხმელმა თავი მოიკლა. სააგენტო "ტასს“-ის ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა მანამდე მედიასაშუალებებით გავრცელებული ცნობა, რომ შეიარაღებულ, ნიღბიან მამაკაცს ეცვა ტანსაცმელი ნაცისტური სიმბოლოებით.

სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული. პერანგზე კი სვასტიკა ეხატა.

რუსული მედია 16 წლის ბიჭთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც თავდასხმის მომენტში ერთადერთი იყო იმ ბავშვებიდან, რომელიც დაცვასთან ახლოს იმყოფებოდა, როდესაც სკოლაში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა.

"ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ მოხდა, მე ვიყავი პირველი მოწმე. სულ შავებში იყო ჩაცმული, შავი ნიღაბი ეკეთა, სპეცრაზმელივით. სროლის ხმა რომ გავიგე, მეგონა პიროტექნიკა აფეთქდა, მერეღა დავინახე მის ხელში იარაღი. თავდამსხმელისგან 20 მეტრში ვიყავი. სროლა ყვირილის და მოთხოვნების გარეშე დაიწყო. ჯერ დაცვის თანამშრომელს ესროლა, შემდეგ - მე, ტყვიამ მკერდის მარჯვენა მხარეს მომხვდა, საბედნიეროდ, სერიოზული დაზიანება არ მაქვს“.

ბიჭი აზრით, მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ თავდამსხმელმა ჯერ დაცვის თანამშრომელს ესროლა.

"სწრაფად გავიქეცი და იქვე, კუთხეში დირექტორის კაბინეტში შევვარდი, რომ მეთქვა, რა ხდებოდა. მან უკვე თავისი კაბინეტიდან აცნობა ყველას, რომ კლასიდან არავინ გასულიყო. დაჭრილი ვიყავი და წერა არ შემეძლო. მისმა მდივანმა სისხლდენა შემიჩერა. შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანაში გამიწიეს დახმარება. რა მოხდა ამის შემდეგ სკოლაში, არ ვიცი", - ამბობს მოზარდი.

უდმურტეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრის, იჟევსკის 88-ე სკოლა ქალაქის შუაგულში, მერიის შენობის მახლობლად მდებარეობს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სკოლაში მომხდარი ტრაგედიის გამო, 26-29 სექტემბერს უდმურტეთში გლოვა გამოაცხადა.

იხილეთ ასევე: