ავტორი:

"ზემო ლარსზე“ ნება დართეს საზღვარი ფეხით გადაკვეთონ" - მედია

"ზემო ლარსზე“ ნება დართეს საზღვარი ფეხით გადაკვეთონ" - მედია

ჩრდილოეთოსური "ტელეგრამარხები“ იუწყებიან, რომ ადამიანებს ნება დართეს "ზემო ლარსზე“ საპასპორტო კონტროლი გაიარონ და რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ფეხით გადავიდნენ. ამის შესახებ გამოცემა "ეხო კავკაზა“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მანამდე საზღვრის გადალახვა მხოლოდ ავტოტრანსპორტით, ან ველოსიპედით იყო შესაძლებელი.

გამოცემასთან ინფორმაცია დაადასტურეს ჩრდილოეთი ოსეთის რუსეთის "ეფ-ეს-ბეს“ სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახურში, სადაც აღნიშნეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება "სისწრაფისთვის“ მიიღეს.

გამოცემის ინფორმაციით, იმის შესახებ, რომ ახლა საზღვრის გადაკვეთა ფეხითაც არის შესაძლებელი, ე.წ. ზემო ლარსის "ჩატში“ და "ტელეგრამ“ არხში "Tbilisi_life“ წერენ.