ავტორი:

მსოფლიო დასუფთავების დღე

მსოფლიო დასუფთავების დღე

ყოველი წლის სექტემბერში აღინიშნება მსოფლიო დასუფთავების დღეები (World Cleanup Day). ღონისძიება გლობალურია და მასში თითქმის მთელი მსოფლიო ერთვება. ამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოხალისეები ერთიანდებიან და წინასწარ შერჩეულ დაბინძურებულ ადგილებს ასუფთავებენ.

არ არის ახალი, რომ დღეს მსოფლიოში მწვავედ დგას ნარჩენების პრობლემა, მაქსიმალურად ჯანსაღი გარემო კი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. ზოგიერთ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის ფესვგადგმული დასუფთავების კულტურა, თუმცა, არსებობს ისეთი ადგილებიც, სადაც ამ პრობლემაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ. ამის ერთ-ერთი მაგალითი ესტონეთია, სადაც 14 წლის წინ მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლის იდეა დაიბადა. ეს იდეა მოქალაქეების მიერ ქვეყნის დასუფთავებას გულისხმობდა. მოხდა ისე, რომ 2008 წელს მონდომებულმა 50 000-მდე ადამიანმა ესტონეთი 5 საათში დაასუფთავა. სწორედ ამ დღეს ჩამოყალიბდა სამოქალაქო მოძრაობა, რომელიც დროთა განმავლობაში საერთაშორისო მოძრაობად იქცა. შემუშავდა ფორმულაც – “ერთი დღე ერთი ქვეყნისთვის”, რომელიც ყოველი წლის სექტემბერში ხორციელდება და მას დღეს მსოფლიო დასუფთავების დღე ჰქვია.

2008 წლის შემდეგ, დასუფთავების დღე მრავალი მოხალისესთვის იქცა ერთგვარ ინსპირაციად, მსოფლიო და გარემო უკეთესი გამხდარიყო. სწორედ ამ მიზეზით სხვადასხვა ეროვნების ადამიანებმა დაიწყეს ერთი მიზნისთვის ბრძოლა. მოკლედ რომ ვთქვათ – პლანეტაზე ზრუნვამ მსოფლიო ხალხები გააერთიანა. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ დღეს სამოქალაქო საზოგადოება, გლობალური კორპორაციები, მთავრობები, კომპანიები ერთად ასუფთავებენ გარემოს სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში.

წელს მსოფლიო დასუფთავების კვირეულში გლობალურად ჩაერთო გერმანული კომპანია „კერხერი“ Kärcher Cleanup day-ის სახელით. ბრენდის წარმომადგენლები მსოფლიოს მასშტაბით ასუფთავებენ წინასწარ შერჩეულ დაბინძურებულ ადგილებს როგორც ხმელეთზე, ასევე წმენდენ ტბებსა და მდინარეებს.

„კერხერ საქართველოს“ გუნდი უკვე 4 წელია მონაწილეობს მსოფლიო დასუფთავების დღეების კამპანიაში. თბილისის, ბათუმისა და ახლა უკვე ქუთაისის გუნდები გადიან წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე და მათ ნარჩენებისგან ასუფთავებენ. წელს კომპანიის სამივე გუნდმა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში (დასუფთავდა სანაპირო ზოლიც), ჯამში, 270 ლიტრამდე ნარჩენი შეაგროვა.

„გვჯერა, რომ მსგავსი აქტივობებით და მასში კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჩართვით მიზანს მივაღწევთ და დიდ შედეგს მივიღებთ _ ერთად შევცვლით მსოფლიოს და შევქმნით ჯანსაღ გარემოს, რომლის ესთეტიკურობაზე ზრუნვა კომპანიისთვის ერთობ საპასუხიმგებლო მისია გახლავთ“, - ამბობენ კომპანია „კერხერის“ წარმომადგენლები.

R