ავტორი:

მედიის ცნობით, რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების "ყირიმის ოლქში“ გაერთიანებას და მის ხელმძღვანელად დიმიტრი როგოზინის დანიშვნას გეგმავს

მედიის ცნობით, რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების "ყირიმის ოლქში“ გაერთიანებას და მის ხელმძღვანელად დიმიტრი როგოზინის დანიშვნას გეგმავს

"როსკოსმოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი, დიმიტრი როგოზინი, შესაძლოა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკანონოდ ჩამოყალიბებული ახალი ფედერალური ოლქის ხელმძღვანელად დაინიშნოს, - ინფორმაციას "Ведомости" ავრცელებს.

გამოცემას ყირიმის ე.წ. მთავრობასთან“ დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, რომ რუსეთში ე.წ. რეფერენდუმების“ შემდეგ შესაძლოა შეიქმნას ახალი ფედერალური ოლქი, ყირიმის ოლქი“, რომელიც მოიცავს უკრაინის უკანონოდ ანექსირებულ ტერიტორიებს ყირიმთან ერთად.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული წყაროები ასევე აცხადებენ, რომ ამ ოლქის "ხელმძღვანელი“, შესაძლოა, როგოზინი გახდეს.

გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, რომ როგოზინთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ და ეს დიდი ალბათობით, დადებითი იქნება“.