ავტორი:

ხვიჩა კვარაცხელიას ფასი გაიზარდა - Transfermarket-ის მიხედვით მისი ღირებულება ახლა 38 მილიონი დოლარია

ხვიჩა კვარაცხელიას ფასი გაიზარდა - Transfermarket-ის მიხედვით მისი ღირებულება ახლა 38 მილიონი დოლარია

ქართული ფეხბურთის ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ფასი Transfermarket-ზე შეიცვალა.

ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კვარცხელიას ღირებულება 38 მილიონი დოლარია.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია ჯერ ყაზანის "რუბინიდან" ბათუმის "დინამოში", ხოლო შემდეგ, ბათუმის "დინამოდან" იტალიურ "ნაპოლიში" გადავიდა 10 მილიონი დოლარის სანაცვლოდ.

კვარაცხელიას თამაშის ნახვის შემდეგ, ევროპაში გაკვირვებას ვერ მალავდნენ იმის შესახებ თუ როგორ მოახერხეს იტალიელებმა ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელის ასე დაბალ ფასად შეძენა.