ავტორი:

რუსი სამართალდამცავები 31 წლის პოეტს, ომის საწინააღმდეგო ლექსების გამო, სასტიკად გაუსწორდნენ - შემზარავი ისტორია: ახალგაზრდა სცემეს და გააუპატიურეს

რუსი სამართალდამცავები  31 წლის პოეტს, ომის საწინააღმდეგო ლექსების გამო, სასტიკად გაუსწორდნენ - შემზარავი ისტორია: ახალგაზრდა სცემეს და გააუპატიურეს

მოსკოვში 31 წლის პოეტი და აქტივისტი არტემ კამარდინი დააკავეს. მისი ადვოკატის ლეონიდ სოლოვიოვის თქმით, სამართალდამცავებმა კამარდინი ბინის ჩხრეკისას სცემეს და შემდეგ ჰანტელებით გააუპატიურეს.

27 სექტემბერს, დაახლოებით დილის 2 საათზე, Sota-ს "ტელეგრამარხზე" გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ კამარდინი სამედიცინო მუშაკებისა და პოლიციელების თანხლებით ტოვებს საგამოძიებო კომიტეტის განყოფილებას. ადვოკატის თქმით, აქტივისტთან სასწრაფო დახმარება ცემის დროს მიღებული ტვინის შერყევის გამო გამოიძახეს.

დილით სოლოვიოვმა თქვა, რომ კამარდინს უარი ეთქვა ჰოსპიტალიზაციაზე, ახლა ის დროებითი მოთავსების იზოლატორშია. კამარდინი ექსტრემიზმის საქმეზე ეჭვმიტანილის სახით 48 საათის განმავლობაში იყო დაკავებული (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 282-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

"უსაფრთხოების ძალებმა კამარდინი ძალიან სასტიკად სცემეს და ჰანტელით გააუპატიურეს“ - ეს ინფორმაცია meduza-ს კამარდინის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა დაუდასტურა და განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ კამარდინმა თვითონ უთხრა.

26 სექტემბერს შსს-ს გრომის სპეცრაზმი ავტომატებით ხელში შეიჭრა ბინაში, სადაც კამარდინი, მისი მეგობარი გოგონა, ალექსანდრა პოპოვა და აქტივისტი ალექსანდრე მენიუკოვი იმყოფებოდნენ. დაკავების კადრები "ტელეგრამარხმა" "112"-მა გამოაქვეყნა (რომელიც ტელეარხ REN-ს ეკუთვნის).

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?19" data-telegram-post="sotaproject/47013" data-width="100%"></script>

Novaya Gazeta-ს ცნობით, ჩხრეკის დროს აქტივისტი იძულებული გახდა კამერის წინ ბოდიში მოეხადა მისი სიტყვების გამო: "Слава Киевской Руси, Новороссия - соси!", რომელიც პოეტმა 25 სექტემბერს, მოსკოვში, მაიაკოვსკისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარმოთქვა. "112"-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში კამარდინი ბინაში მუხლმოდრეკილია, ხელბორკილებით ხელები ზურგს უკან აქვს შეკრული, სახეზე ცემის კვალი ეტყობა. ჩანაწერზე აქტივისტი ბოდიშს იხდის თავისი სიტყვების გამო. "ბოდიშს ვიხდი, ვითხოვ პატიებას და ვნანობ რუსი მრავალეროვნული ხალხის წინაშე იმის გამო, რაც გუშინ ვთქვი. ჩანაწერზე კამარდინი გვპირდება, რომ "აღარასდროს წაიკითხავს" ლექსს "მომკალი, მილიცია!" და ასევე არ მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკურ საქმიანობაში.

კამარდინის შეყვარებულმა ალექსანდრა პოპოვამ OVD-Info-სა და Novaya Gazeta-ს განუცხადა, რომ ჩხრეკისას მასზეც იძალადეს: თმები აუჩეჩეს, პირზე სუპერწებო წაუსვეს და სტიკერები დააწებეს, წიხლებს ურტყამდნენ და ასევე ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. აქტივისტმა ტელეკომპანია Current Time-ს და ასევე Doxa-ს განუცხადა, რომ პოლიციამ გადაიღო, თუ როგორ აუპატიურებდნენ კამარდინს და მას ეს ჩანაწერი აჩვენეს. პოპოვას თქმით, დაკავებულებს ოთახიდან კამარდინის ყვირილი ესმოდათ. ქალის თქმით, ჩხრეკის შემდეგ ბინიდან 600 დოლარი გაქრა.

დაკავების შემდეგ კამარდინი და პოპოვა ბინიდან ხელბორკილებით ერთად გამოიყვანეს, მენიუკოვი - მათ გარეშე. პოპოვას წინააღმდეგ შედგა ადმინისტრაციული ოქმი რუსული არმიის "დისკრედიტაციის“ მუხლით, რის შემდეგაც გაათავისუფლეს, როგორც მოწმე ექსტრემიზმის შესახებ სისხლის სამართლის საქმეში. სასწრაფო დახმარების ოთახში პოპოვას ტვინის შერყევა, თავის, ბარძაყისა და ფეხების რბილი ქსოვილების სისხლჩაქცევების დიაგნოზი დაუსვეს. სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეა ალექსანდრე მენიუკოვიც, რომელიც ასევე ჩხრეკისას სცემეს. მას დაუდგინდა მრავლობითი სისხლჩაქცევები მკერდის მარჯვნივ, მარცხენა მაჯის სახსრისა და ზურგის მიდამოში.

ექსტრემიზმის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე ეჭვმიტანილად დააკავეს მაიაკოვსკის საღამოს კიდევ ორი ​​მონაწილე: 26 წლის ნიკოლაი დაინკო და 21 წლის იეგორ შტოვბა. ორივე დაკავებული 48 საათის განმავლობაში გადაიყვანეს TDF-ში. "ტელეგრამარხმა" "112“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც დაინკო და შტოვბა კამარდინის მსგავსად კამერის წინ ბოდიშს იხდიან. წყარო