ავტორი:

ნასას წარმატებული მისია - კოსმოსურმა ხომალდმა ასტეროიდს მოძრაობის ტრაექტორია შეუცვალა

ნასას წარმატებული მისია - კოსმოსურმა ხომალდმა ასტეროიდს მოძრაობის ტრაექტორია შეუცვალა

ნასამ წარმატებით შეასრულა მისია და დედამიწიდან 11 მილიონი კილომეტრის დაშორებით მოძრავ ასტეროიდს კოსმოსური ხომალდი შეაჯახა. ორმაგი ასტეროიდის გადამისამართების ტესტი (DART) იყო "პლანეტარული თავდაცვის სისტემის“ პირველი გამოცდა.

თუ რაიმე ობიექტის დედამიწიდან კოსმოსში გაგზავნით ასტეროიდის ორბიტის შეცვლა შესაძლებელია, კაცობრიობას შესაძლოა, შანსი მიეცეს თავი დაიცვას ისეთი კატასტროფისგან, როგორიც მილიონობით წლის წინ მოხდა და დინოზავრების გადაშენების მიზეზი გახდა.

ნასამ და ასტრონომთა საერთაშორისო გუნდმა ფრთხილად შეარჩია სამიზნე. წარმატების მისაღწევად მათ სჭირდებოდათ ისეთი ასტეროიდი, რომლის მონიტორინგი შეჯახების შემდეგაც შესაძლებელი იქებოდა. მათ ასევე ზუსტად უნდა სცოდნოდათ, რომ ასტეროიდი დედამიწისკენ არ დაიწყებდა მოძრაობას. საბოლოოდ, მათ წყვილი ასტეროიდი აირჩიეს, 780 მეტრის სიგანის დიდიმოსი და დიმორფოსი, რომელიც 160 მეტრის სიგანისაა.

"ნასას" ხომალდის კამერიდან დანახული დიმორფოსის ასტეროიდი

ასტეროიდისკენ კოსმოსში გაგზავნილ კოსმოსურ ხომალდს დასამიზნებლად უნდა გამოეყენებინა მართვის ავტონომიური სისტემა. ასტეროიდი ზომით იმდენად პატარაა, რომ Dart-ის კამერებში შეჯახებამდე მხოლოდ და მხოლოდ 50 წუთით ადრე გამოჩნდა. ახლა ასტრონომებს იმის იმედი აქვთ, რომ ის მცირედი გავლენის შედეგად, რაც ამ შეჯახებამ დიმორფოსის ორბიტაზე იქონია, მომავალში შექმნან ისეთი ტექნოლოგია, რომელიც სხვა ასტეროიდებს დედამიწასთან შეჯახებისგან დააზღვევს.

"ნასას" თანამშრომლები მისიის წარმატებით დასრულებას აღნიშნავენ

წყარო: sky.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა