ავტორი:

"ჩემი ექიმები საღამოობით ტაქსაობენ... მაქსიმუმ 5 კაცს აქვს 1 000 ლარი, დანარჩენებს 100-500 ლარამდე" - ოლიმპიური ნაკრების ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი

"ჩემი ექიმები საღამოობით ტაქსაობენ... მაქსიმუმ 5 კაცს აქვს 1 000 ლარი, დანარჩენებს 100-500 ლარამდე" - ოლიმპიური ნაკრების ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტს, ზურაბ კახაბრიშვილს, დღეს, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტში მოუსმინეს.

ზურაბ კახაბრიშვილის მოხსენება ბავშვთა და მაღალი მიღწევების სპორტსმენთა პირველადი სამედიცინო შემოწმების აუცილებლობას შეეხო. ასოციაციის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტი, ამ ინიციატივას მიზნობრივ პროგრამად აქცევს.

ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია ასოციაციის მიერ, ამ მიმართულებით ჩატარებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე, რეგიონებში სპორტული მედიცინის მიმართულების გაძლიერებასა და კვალიფიციური კადრების მომზადებაზე.

  • მისივე ინფორმაციით, ოლიმპიურ გუნდში 72 ექიმი გვყავს და მათი უმეტესობა 100-დან 300 ლარამდე ხელფასს იღებს.

"ჩემი ექიმები საღამოობით ტაქსაობენ... პირდაპირ გეუბნებით, მაქსიმუმ 5 კაცს აქვს 1 000 ლარი, დანარჩენებს 100-500 ლარამდე. მაშინ ჩვენ ცალკე ვიქნებით და რა გიჯდებათ თქვენი ექიმები, იმ სტანდარტებს დავსვამთ, თუ არადა მოძებნეთ მაშინ სხვა ექიმები.

აგერ სოციალური პრობლემაც არის. რას ჭამენ (სპორტსმენები), მშობლებს აქვთ კი თანხა? არ შეიძლება ასე, წყალზე არიან. ათასი დაავადებაა შემდეგ, რომელსაც ბავშვი მალავს, რომ შეკრებაზე წავიდეს. აქ, თქვენ ოლიმპიური ჩემპიონები ხართ და თქვენც გაგივლიათ ეს ყველაფერი", - განაცხადა კახაბრიშვილმა.

ნახეთ ვიდეო: