ავტორი:

"ჩაერთე რაგბიში" - ახალი პროგრამა, რომელიც ბავშვებს რაგბისადმი ინტერესს გაუღვივებს

"ჩაერთე რაგბიში" - ახალი პროგრამა, რომელიც ბავშვებს რაგბისადმი ინტერესს გაუღვივებს

27 სექტემბერს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა და საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელმა, იოსებ ტყემალაძემ "ლელოს" სარაგბო ბაზაზე ხელი მოაწერეს მემორანდუმს სკოლებში ბავშვთა რაგბის განვითარების პროგრამის განხორციელებაზე, რომელიც მსოფლიო რაგბის ადმინისტრაციამ შეიმუშავა და არაერთ ქვეყანაშია დანერგილი (მაგ. ავსტრალია, ახალი ზელანდია, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, აშშ).

პროგრამის "ჩაერთე რაგბიში" მიზანია გამაჯანსაღებელ-გასართობი აქტივობების გზით დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ასწავლოს გუნდურობა, ერთმანეთისა და აღმზრდელის პატივისცემა, გენდერული თანასწორობა, სხარტი სტრატეგიული აზროვნება, -0:06 სოციალური და ფსიქოლოგიური გამოწვევებისადმი წინააღმდეგობა, უზრუნველყოს ბავშვების ფიზიკური გაჯანსაღება, გაუღვივოს მათ რაგბისადმი ინტერესი და ამ სპორტში ჩართვის სურვილი. სასწავლო აქტივობები, დასახელებით "თეგ რაგბი" ეფუძნება სპორტულ წესებს, თუმცა სრულად გამორიცხავს ფიზიკურ კონტაქტს და ტრამვას, რადგან რაგბის ბურთით მოძრავი მოწინააღმდეგის შესაჩერებლად საკმარისია მის ქამარზე დამაგრებული ლენტის აძრობა; "თეგ რაგბს" ბიჭები და გოგონები ერთ გუნდად თამაშობენ.

მემორანდუმის თანახმად პროგრამაში, პირველ ეტაპზე, 11 რეგიონის 150 სკოლა და 15 ათასი მოსწავლე ჩაებმება, მომზადდება 60 ინსტრუქტორი, რომლებიც თავის მხრივ ფიზ-აღზრდის 300 მასწავლებელს გადაამზადებენ, პროგრამის შედეგად საბოლოოდ მასში 2000 სკოლა და 120 ათასი მოსწავლე ჩაებმება.

R