ავტორი:

"ახლავე უნდა იყოს დიპლომატიური ნაბიჯები გადადგმული - პრემიერს განცხადება უნდა გააკეთებინა, "ტვიტერზე“ რაღაც "ნაგლეჯის" დადების ნაცვლად" - რომან გოცირიძე

"ახლავე უნდა იყოს დიპლომატიური ნაბიჯები გადადგმული - პრემიერს განცხადება უნდა გააკეთებინა, "ტვიტერზე“ რაღაც "ნაგლეჯის" დადების ნაცვლად" - რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბოლომდე დაამცირა ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო და მსოფლიოს თვალწინ გამოიყვანა, როგორც გოშია, რომელსაც აკადრებინა ის, რასაც არავინ კადრულობდა.

როგორც გოცირიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "პოლიტიკურ“ სივრცეში განაცხადა, ლუკაშენკო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობას დაჰპირდება ფულს, დახმარებას, ხოლო მათგან მოითხოვს "სამთა კავშირში“ გაწევრიანებას.

"ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა ძალიან ცუდი და უცნაურია. თუ ლუკაშენკოს უნდა აფხაზეთის აღიარება, მაშინ იქ ჩასვლა რა საჭირო იყო? ლუკაშენკომ უპრეცედენტო აქტი ჩაიდინა. მსოფლიოს არცერთი ქვეყნის პირველი პირი აფხაზეთში არ ყოფილა, მათ შორის, პუტინიც არ ჩასულა. პუტინმა ბოლომდე დაამცირა ლუკაშენკო და მსოფლიოს თვალწინ გამოიყვანა, როგორც გოშია, რომელსაც აკადრებინა ის რასაც არავინ კადრულობდა.

როდესაც ჩადიხარ ნიშნავს არა პატივისცემას გამოხატვავ, არამედ რაღაცაზე ზეწოლას ახდენ. არ არის გამორიცხული, რომ უთხრას " მე გაღიარებთ თქვენ და მოდით შევქმნათ "სამთა კავშირი“. დაჰპირდება ფულს, მეტ დახმარებას. სულ მალე გაირკვევა ჩასვლის მიზეზი რა იყო”,- აღნიშნა გოცირიძემ.

ამავე კონტექსტში, კითხვაზე რა ბერკეტი აქვს საქართველოს ხელისუფლებას ბელორუსზე ზეწოლისთვის, გოცირიძემ აღნიშნა, რომ ახლა უნდა იყოს უმკაცრესი განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მიერ.

"ახლავე უნდა იყოს დიპლომატიური ნაბიჯები გადადგმული , ელჩის გამოწვევა უნდა მოხდეს. პირველი, ვინც განცხადება გააკეთა იყო სერბეთი. ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროს "ტვიტერზე“ გავაკეთეთ განცხადება. განცხადება პრემიერ-მინისტრს უნდა გააკეთებინა და არა "ტვიტერზე“ რაღაცა ნაგლეჯის დადება. ვერბალურადაც კი ვერ გაბედეს ამ საკითხის გახმოვანება. საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, სალომე ზურაბიშვილს არ უშვებენ საერთაშორისო ვიზიტებშიც კი პრემიერ-მინისტრის თანხმობის გარეშე. საგარეო საქმეთა მინისტრი, მაინც უნდა დამდგარი ტრიბუნასთან, ნაგლეჯი რომ არ დაედო "ტვიტერზე“,- განაცხადა გოცირიძემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ასევე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა მიიღოს პოლიტიკური დევნილები - ჟურნალისტები, რომლებსაც დევნიან. რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მომხრეები და ოპოზიცია.

მისივე თქმით, უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი საქართველოში უძრავი ქონების შეძენაზე და რუსული კომპანიების რეგისტრაციაზე.

"ახლა, ვინც შემოდის არ არის ის ვისაც დანაზოგი აქვს. გაივსო რუსი მოქალაქეების ლეგალური მაცხოვრებლებით საქართველო და ყბა დაღებული ერთ წლიანი ტურისტებით. ახლა, ვინც შემოდის არიანი ლტოლვილები ესენი არ არიან ტურისტები. სად იცხოვრონ არ იციან. სად იქირაონ სახლი არ იციან. თუ ეს პროცესი არ გაჩერდა შეიძლება კარვების ჩადგმა მოგვიწიოს და სპორტის სასახლეების გახსნა ამ ხალხის დასაბინავებლად. რუსეთი საზღვარს, რა თქმა უნდა, ჩაკეტავს მხოლოდ მამაკაცებისთვის და იმ კატეგორიის ადამიანებისთვის, რომლებსაც ეხებათ გაწვევა. ერთ დღესაც თვალს გავახელთ და 100 ათასიანი რუსული ქალაქი გვექნება.

ჩვენ უნდა მივიღოთ პოლიტიკური დევნილები. ჟურნალისტები, რომლებსაც დევნიან. ნავალნის მომხრეები და ოპოზიცია. უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი უძრავი ქონების შეძენაზე და რუსული კომპანიების რეგისტრაციაზე საქართველოში“,- განაცხადა გოცირიძემ.