ავტორი:

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მომღერალი ნათია თოდუა ღირსების მედლით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მომღერალი ნათია თოდუა ღირსების მედლით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მომღერალი ნათია თოდუა თანამედროვე ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და საზღვარგარეთ მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა.

მომღერალმა სიხარულისგან გამოწვეული ემოციები ვერ დამალა. მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ მსოფლიო ასპარეზზე ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის ძალისხმევას არ დაიშურებს.

ცერემონია გუშინ, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ორბელიანის სასახლეში გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთიდან დევნილი სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, მწერლები, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, თსუ-ს რექტორი და მკვლევარები ესწრებოდნენ.