ავტორი:

რუსეთში, სამხედრო კომისარიატის შენობაში "მოლოტოვის კოქტეილები“ შეყარეს

რუსეთში, სამხედრო კომისარიატის შენობაში "მოლოტოვის კოქტეილები“ შეყარეს

რუსეთში, ქალაქ ნოვოსიბირსკის, კიროვსკისა და ლენინსკის რაიონების სამხედრო კომისარიატის შენობაში ორი ფანჯრიდან ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ შეაგდეს, - ინფორმაციას რუსული მედია ნოვოსიბირსკის ოლქის სამხედრო კომისარზე, ევგენი კუდრიავცევზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შენობაში ხანძარი გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდირება სწრაფად განხორციელდა.

ეჭვმიტანილი დაკავებულია, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.