ავტორი:

"ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით მესამე ქვეყნების, მაგალითად, საქართველოს რეაქცია არ გვაღელვებს" - ინალ არძინბა

"ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით მესამე ქვეყნების, მაგალითად, საქართველოს რეაქცია არ გვაღელვებს" - ინალ არძინბა

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით თბილისის რეაქცია სოხუმს არ აღელვებს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა.

მისი თქმით, „აფხაზეთის რესპუბლიკა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და გეოპოლიტიკური რეალობა".

"ჩვენ ბელარუსს განვიხილავთ, როგორც ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას. ისინი ჩვენი მეგობრები არიან. ჩვენ არ გვაღელვებს ამ ვიზიტთან დაკავშირებით მესამე ქვეყნების, მაგალითად, საქართველოს, რეაქცია“, - აღნიშნა არძინბამ.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ 2 დღის წინ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს. მისი თქმით, აფხაზეთთან არა მხოლოდ „მეგობრობის ხიდის“ აშენება, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები სურთ.