ავტორი:

შვედეთმა "ჩრდილოეთის ნაკადის" მილსადენებზე მეოთხე გაჟონვა დააფიქსირა

შვედეთმა "ჩრდილოეთის ნაკადის" მილსადენებზე მეოთხე გაჟონვა დააფიქსირა

შვედეთის სანაპირო დაცვის განცხადებით, "ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებზე მეოთხე გაჟონვა დააფიქსირეს. დღეს აღმოჩენილი გაჟონვა, შვედეთის წყლებში მიმდინარე კვირის დასაწყისიდან დაფიქსირებული მეორე გაჟონვაა, კიდევ ორი მსგავსი შემთხვევა კი დანიის ტერიტორიულ წყლებში მოხდა.

"შვედეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ემისიების ორი უბანია, შედარებით დიდი "ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის ზემოთ და პატარა - "ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ზემოთ", - ნათქვამია სანაპირო დაცვის განცხადებაში.

შეგახსენებთ, "ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებიდან გაზის ბალტიის ზღვაში გაჟონვის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ორშაბათს გავრცელდა.

ევროკავშირი ვარაუდობს, რომ ინციდენტების უკან დივერსიული ქმედება დგას და პირობას დებს, რომ მისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნებისმიერ მიზანმიმართულ დაზიანებაზე მტკიცე რეაგირებას მოახდენს.