ავტორი:

"ერთიანი და მტკიცე პასუხი გაეცემა" - ნატო ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებზე მომხდარ გაჟონვაზე

"ერთიანი და მტკიცე პასუხი გაეცემა" - ნატო ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებზე მომხდარ გაჟონვაზე

ჩვენ, როგორც მოკავშირეები, ვალდებულნი ვართ მზად ვიყოთ, შევაკავოთ სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების მიერ ენერგო რესურსების ძალისმიერი გამოყენება და სხვა ჰიბრიდული ტაქტიკები. ნებისმიერ მიზანმიმართულ თავდასხმას მოკავშირეების კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ერთიანი და მტკიცე პასუხი გაეცემა, - ამის შესახებ ნატო-ს განცხადებაშია აღნიშნული, რითაც ალიანსი “ჩრდილოეთის ნაკადი 1“- სა და “ჩრდილოეთის ნაკადი 2“- ის მილსადენებზე მომხდარ გაჟონვის ფაქტებს ეხმაურება.

განცხადების თანახმად, ყველა ინფორმაცია მიუთითებს, რომ მომხდარი არის მიზანმიმართული, დაუდევარი და უპასუხისმგებლო დივერსიული აქტების შედეგი.

"ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლებში “ჩრდილოეთის ნაკადი 1“- სა და “ჩრდილოეთის ნაკადი 2“- ის მილსადენების დაზიანება ღრმა შეშფოთებას იწვევს.

ამჟამად არსებული ყველა ინფორმაცია მიუთითებს, რომ ეს არის მიზანმიმართული, დაუდევარი და უპასუხისმგებლო დივერსიული აქტების შედეგი. ეს გაჟონვები იწვევს საზღვაო გადაზიდვებთან დაკავშირებულ რისკებს და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ გამოძიებას, რომელიც მიმდინარეობს ზიანის წარმოშობის დასადგენად.

ჩვენ, როგორც მოკავშირეები, ვალდებულნი ვართ მზად ვიყოთ, შევაკავოთ სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების მიერ ენერგო რესურსების ძალისმიერი გამოყენება და სხვა ჰიბრიდული ტაქტიკები. ნებისმიერ მიზანმიმართულ თავდასხმას მოკავშირეების კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ერთიანი და მტკიცე პასუხი გაეცემა“, - აცხადებენ ალიანსში.