ავტორი:

"ვთხოვთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს..." - ვერეშჩუკი საქართველოს და ბალტიის ქვეყნებს სთხოვს ყირიმელ თათრებს მობილიზაციისგან თავის დაღწევაში დაეხმარონ

"ვთხოვთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს..." - ვერეშჩუკი საქართველოს და ბალტიის ქვეყნებს სთხოვს ყირიმელ თათრებს მობილიზაციისგან თავის დაღწევაში დაეხმარონ

უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ირინა ვერეშჩუკი პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და საქართველოს მთავრობებს თხოვნით მიმართავს, ყირიმელ თათრებს საზღვრის გადაკვეთაზე უარი არ უთხრან.

"ყირიმში საოკუპაციო ხელისუფლებამ დაიწყო უკანონო მობილიზაცია. მათ დაიწყეს ყირიმელი თათრების და ყირიმის სხვა ძირძველი მოსახლეობის მასიური მობილიზება, რათა ომში ოკუპანტების მხარეს იბრძოლონ. ყირიმელი თათრები და უკრაინული ყირიმის სხვა ძირძველი ხალხები ყველანაირად ცდილობენ, თავი აარიდონ მტრის არმიაში მობილიზებას“, - ნათქვამია ირინა ვერეშჩუკის განცხადებაში.

  • მისი თქმით, ყირიმელი თათრები ცდილობენ უკრაინის მეგობარ ქვეყნებში გამგზავრებას, მაგრამ რეინტეგრაციის სამინისტრომ მიიღო ინფორმაცია, რომ პოლონელი, ლატვიელი, ესტონელი, ლიეტუველი და ქართველი მესაზღვრეები ზოგჯერ მათ საზღვრის გადაკვეთაზე უარს ეუბნებიან.

"მივმართავთ პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და საქართველოს მთავრობებს, მიაქციონ ყურადღება ამ პრობლემებს. ვთხოვთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, ხელი შეუწყონ ყირიმის ძირძველი ხალხების უკრაინული ყირიმის ტერიტორიიდან და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან მესამე ქვეყნებში გადასვლას. ახლა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ყირიმის მკვიდრი ხალხების მხარდაჭერა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს!“ - აღნიშნა ვერეშჩუკმა.