რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ კირილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია რუსული საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 75 წლის კირილმა გააუქმა ყველა დაგეგმილი მოგზაურობა და ღონისძიება, რადგან მას კოვიდის სიმპტომები აწუხებს, რაც დასვენებას და იზოლაციას მოითხოვს. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ეკლესია ქვეყნის ძლიერი პოლიტიკური მოთამაშეა, ამავე დროს, რუსეთის ეკლესია ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეა და უკრაინის ომს ღიად უჭერს მხარს.
წყარო: reuters
მოამზადა: ანა სიბოშვილმა