ავტორი:

რას აცხადებს თამარ გაბუნია ლუგარის ლაბორატორიის თავდაცვის სამინისტროსთვის შესაძლო გადაცემის თაობაზე?

რას აცხადებს თამარ გაბუნია ლუგარის ლაბორატორიის თავდაცვის სამინისტროსთვის შესაძლო გადაცემის თაობაზე?

თამარ გაბუნიას განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემაზე საუბარი არ მიმდინარეობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიაში ორგანიზაციულ ცვლილებაზე საუბარი არ მიმდინარეობს.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, იგეგმება თუ არა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ლუგარის ლაბორატორია გამოეყოს და თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდეს. როგორც გაბუნია განმარტავს, აღნიშნულთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ აქვს.

"ლუგარის ლაბორატორია არის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ნაწილი. ლუგარის ლაბორატორიაში ორგანიზაციულ ცვლილებაზე საუბარი არ მიმდინარეობს. ლუგარის ლაბორატორია ძალიან მნიშვნელოვანი საყრდენია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემისთვის, რომელსაც ქვეყანა იყენებს. რაიმე ცვლილებებზე ინფორმაცია არ მაქვს",- აღნიშნავს გაბუნია.