ავტორი:

"8 წლის წინ რუსებმა ალყა შემოარტყეს ჩვენებს ილოვაისკთან, რუსეთმა სიტყვა დაარღვია და კოლონა ჩაცხრილეს - დღეს რუსეთს მოუწევს ლიმანის ალყიდან გასვლის თხოვნა" - პოდოლიაკი

"8 წლის წინ რუსებმა ალყა შემოარტყეს ჩვენებს ილოვაისკთან, რუსეთმა სიტყვა დაარღვია და კოლონა ჩაცხრილეს - დღეს რუსეთს მოუწევს ლიმანის ალყიდან გასვლის თხოვნა" - პოდოლიაკი

8 წლის წინ რუსმა სამხედროებმა ალყა შემოარტყეს ჩვენებს ილოვაისკთან, დღეს რუსეთს მოუწევს ლიმანის ალყიდან გასვლის თხოვნა, - ამის უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ის გვერდზე წერს.

“8 წლის წინ რუსმა სამხედროებმა ალყა შემოარტყეს ჩვენებს ილოვაისკთან. მაშინ ჩვენი ბიჭები დათანხმდნენ უიარაღოდ გასულიყვნენ. თუმცა რუსეთმა სიტყვა დაარღვია - კოლონა ჩაცხრილეს. დღეს რუსეთის ფედერაციას მოუწევს ლიმანის ალყიდან გასვლის თხოვნა. თუ, რა თქმა უნდა, კრემლში ბანკეტის მქონეებს საკუთარი ჯარისკაცები ადარდებთ”, - წერს პოდოლიაკი.