ავტორი:

"უკრაინელებმა ლიმანში განლაგებული რუსული ძალები ალყაში მოაქციეს" - რა ხდება ცხელ წერტილში?

"უკრაინელებმა ლიმანში განლაგებული რუსული ძალები ალყაში მოაქციეს" - რა ხდება ცხელ წერტილში?

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანში განლაგებული რუსული ძალები ალყაში მოაქციეს, - ამის შესახებ აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის წარმომადგენელი სერჰი ჩერევატი იუწყება.

მისი თქმით, ლიმანში დაახლოებით 5000-დან 5500-მდე ჯარისკაცი იმყოფება, მაგრამ ალყაში მოქცეული ჯარისკაცების რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს მსხვერპლის და იმ ფაქტის გამო, რომ ზოგიერთმა ჯარისკაცმა თავის დაღწევა მოახერხოს.

ამასთან, ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერჰი გაიდაის ინფორმაციით, რუსეთის სარდლობამ თავის ჯარისკაცებს უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ გარშემორტყმული ლიმანის დატოვების უფლება არ მისცა.

„ლიმანში დისლოცირებულმა სამხედროებმა მიმართეს მათ ხელმძღვანელობას ქალაქის დატოვების თხოვნით, მაგრამ უარი მიიღეს. რუსეთის ფედერაციის 5000-ზე მეტი სამხედრო ალყაშია“, - აღნიშნა გაიდაიმ.