ახმეტის ტყე-პარკში,"წყარიოები" სახალხო დღესასწაული "ბიძინაობა" აღინიშნება. ტერიტორიაზე დილიდან სხვადასხვა სპორტული, მუსიკალური და კულინარილი აქტივობები მიმდინარობს. ღონიეძიების ოფიციალური ნაწილი ტრადიციული დოღით დაიწყო.
რის შემდეგაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწიელობა მიეღოთ მრავალ სპორტულ აქტივობაში, გასართობ და სამაგიდო თამაშებში ხატვის და თიხის მასტერკლასში. ასევე ღვინით ხატვის მასტერკლასებში.
ფესტივალის მიზანს წარმოადგენს- ახმეტის ეთნოგრაფიულ და განსტრონომიულ მრავალფეროვნების პოპულარიზაცია. მთელი დღის განმავლობაში ღონისძიებაზე იქნება ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი. საღამოს კი დაასრულებენ ჯგუფი „იბერია“ და გიგა პაპასკირი.
ფოტოები: ნათია წითელაური



