ავტორი:

"ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიაა, ყველაზე დიდი კულმინაცია" - ელისო ბოლქვაძე

"ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიაა, ყველაზე დიდი კულმინაცია" - ელისო ბოლქვაძე

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ელისო ბოლქვაძე აცხადებს,რომ პოლიტიკაში ის მოვიდა როგორც ბიძინა ივანიშვილის იდეების გამგრძელებელი. აღნიშნულ თემაზე ბოლქვაძემ "შაბათის ფორმულასთან" ისაუბრა.

"ასეთ ადამიანებთან [ქართული ოცნება] მოვედი და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მე მოვედი როგორც ბატონ ბიძინას იდეების გამგრძელებელი. ასე ვთქვათ ჩემი შთაგონება არის ეს", - ამბობს ბოლქვაძე.

  • კითხვას - თუ ბიძინა ივანიშვილს ხელოვნების სფეროს შევადარებთ, რომელი ნაწარმოები, ან რომელი ავტორია იქნება ის ელისო ბოლქვაძისთვის, ბოლქვაძე ასე პასუხობს:

"ბეთჰოვენია ალბათ ჩემთვის, ბეთჰოვენის სიმფონია, ბეთჰოვენს ბევრი სიმფონია აქვს დაწერილი – მესამე, მეოთხე, მეცხრე…მეცხრე ალბათ, ყველაზე დიდი კულმინაციაა”, – განაცხადა "შაბათის ფორმულასთან" საუბარში, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ელისო ბოლქვაძემ