ავტორი:

როგორ გამოიყურებოდა ანუკი არეშიძე საპატიო თბილისელების დაჯილდოებაზე - პოლიტიკოსებისა და ცნობილი სახეების ფოტოები ცერემონიიდან

როგორ გამოიყურებოდა ანუკი არეშიძე საპატიო თბილისელების დაჯილდოებაზე - პოლიტიკოსებისა და ცნობილი სახეების ფოტოები ცერემონიიდან

"თბილისობა 2022"-ის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიაზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი. მთავრობის მეთაურმა დედაქალაქის მერს კახა კალაძეს მადლობა გადაუხადა და საპატიო მოქალაქეებს მიესალმა.

"მინდა რამდენიმე სიტყვით მოგმართოთ და გითხრათ, თუ რაოდენ საამაყოა და ბედნიერებაა, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი გამორჩეული, უნიკალური ისტორიის მქონე ქვეყანა და სწორედ დედაქალაქი, თბილისი, არის გამორჩეული თავისი ისტორიით, კულტურით მრავალეთნიკური, მრავალკონფესიური საზოგადოებით. თბილისი მართლაც ქმნის ტოლერანტობის უნიკალურ მაგალითს. ჩვენთან, ამ ქალაქში, მრავალი საუკუნეა სხვადასხვა რელიგიის, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის თუ ეროვნების წარმომადგენლები ყოველთვის სიყვარულით თანაცხოვრობენ, და ეს შექმნა ამ საოცარმა ქალაქმა“- აღნიშნა პრემიერმა.

ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

დაათვალიერეთ ფოტოები: