ავტორი:

უკრაინელი ბიჭი დაბომბვის დროს ტყუპისცალს გადაეფარა, ძმა გადაარჩინა, თვითონ კი დაიღუპა - "ის მხოლოდ 9 წლის იყო"

უკრაინელი ბიჭი დაბომბვის დროს ტყუპისცალს გადაეფარა, ძმა გადაარჩინა, თვითონ კი დაიღუპა - "ის მხოლოდ 9 წლის იყო"

ომს თან ახლავს სისასტიკე და უმძიმესი ადამიანური ისტორიები, ამბები, რომლებსაც ცრემლებისა და ემოციების გარეშე ვერ მოისმენთ და ვერ წაიკითხავთ. ერთ-ერთი ასეთი ისტორა საზოგადოებას უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ გააცნო.

• როგორც გერაშენკო "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე წერს, რამდენიმე დღის წინ, როდესაც რუსები დნეპროპეტროვსკს ბომბავდნენ, 9 წლის ბიჭუნა თავის ტყუპისცალ ძმას გადაეფარა, მას ჭურვის ფრაგმენტი მოხვდა. მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, ძმა კი გადაარჩინა.

"რამდენიმე დღის წინ რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი, ზელენოდოლსკი დაბომბეს.

იმ დროს ეზოში ტყუპი ძმა თამაშობდა. დაბომბვისას ერთ-ერთი ბიჭი დაეცა. მეორე, დენისი ძმას გადაეფარა და მას ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა.

ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის მხოლოდ 9 წლის იყო", - წერს გერაშენკო.

A few days ago 🇷🇺 shelled Zelenodolsk, Dnipropetrovsk region

Twin brothers were playing outside. During shelling, one of the boys fell. Other, Denis, covered his brother with himself. A shell fragment hit him

It wasn't possible to save the boy. He was only 9

📷 Alla Stoyan pic.twitter.com/WeOBT38WYi
— Anton Gerashchenko (@Gerashchenko_en) October 2, 2022