ავტორი:

კოტეჯები საქართველოში, რომლებიც დაუვიწყარ თავგადასავალს გთავაზობენ

კოტეჯები საქართველოში, რომლებიც დაუვიწყარ თავგადასავალს გთავაზობენ

ადამიანების დასვენების სტილი და კულტურა იცვლება და ვითარდება. თუ წლების წინ დიდი სასტუმროები გასართობი აქტივობებით იყო პოპულარული, ახლა მყუდრო, ლამაზ და კომფორტულ კოტეჯებსა და გლემფინგებზე იზრდება მოთხოვნა.

დატვირთული და სტრესული ცხოვრების სტილიდან გამომდინარე ადამიანები არჩევანს სიმყუდროვეზე, სიმშვიდეზე, სასიამოვნო და ინტიმურ გარემოზე აკეთებენ. მოთხოვნასთან ერთად იზრდება იმ ადგილების რაოდენობაც, რომლებიც სწორედ ასეთ გარემოს სთავაზობენ დამსვენებლებს. ბოლო წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ბევრი ახალი, მყუდრო კოტეჯი თუ გლემფინგი აშენდა. მათი ნაწილი დასვენების მართლაც გასაოცარ გამოცდილებას სთავაზობს დამსვენებლებს. Hotesale.ge გირჩევთ 5 ყველაზე შთამბეჭდავ და ორიგინალურ კოტეჯს, რომელთა მომსახურებითაც განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებთ, მიღებული ემოციები და შთაბეჭდილებები კი დიდი ხანი გაგყვებათ თან.

ვუდფექერი • WOODPECKER

ბათუმიდან 25 წუთის სავალ გზაზე არაჩვეულებრივი თავგადასავალი გელოდებათ. ვუდფექერს სივრცეში მოწყობილია ვერანდა მზის აბაზანებისათვის, ჯაკუზი ღია ცის ქვეშ, საპიკნიკე სივრცე, სარელაქსაციო ღია ზონები, ჰამაკები, საქანელები და შუაცეცხლი. ასევე სასეირნო ბილიკები ველურ ბუნებაში, ხოლო მსურველთათვის შესაძლებელია ნადირობისა და თევზაობის ტურების მოწყობაც.

5 სტუმარზე გათვლილი ხის კომფორტული ეკო კოტეჯების ღირებულება 5 სტუმარზე Hotesale.ge-ზე ჯავშნის შეძენის შემთხვევაში 300 ლარის ნაცვლად 200 ლარია.

სასტუმრო სურამი შალე • PARK HOTEL SURAMI CHALET & RESTAURANT

თუ სასიამოვნო და მყუდრო დასასვენებელ ადგილს ეძებთ, ნაძვნარსა და ფიჭვნარში ჩაფლული კოტეჯები სურამი შალე, თქვენს ყურადღებას ნამდვილად მიიპყრობს. საცურაო თერმო აუზით შემორტყმული კოტეჯები იდეალური დასასვენებელი ადგილია, როგორც ოჯახებისთვის, ასევე მეგობრებისთვის.

Hotsale.ge-ის ჯავშნის კოდის შეძენის შემთხვევაში 2 სტუმარზე გათვლილ კოტეჯში გადაიხდით 300 ლარს 500 ლარის ნაცვლად.

პორტო გუმათი • PORTO GUMATI

თუ განტვირთვისთვის იდეალურ ადგილს ეძებთ, მაშინ პორტო გუმათს უნდა ესტუმროთ. წყალტუბოს სიმწვანეში ჩაფლულ წყლისპირა ხის კოტეჯებში დაგხვდებათ კომფორტული გარემო, შესანიშნავი სამზარეულო და ათამდე გასართობი აქტივობა, მათ შორის კატერით გასეირნება და ცხენით ჯირითი. ხოლო Hotsale.ge-ის ჯავშნის კოდის შეძენის შემთხვევაში ადგილზე გადაიხდით 140 ლარს 200 ლარის ნაცვლად

რანჩო ვარიანში • Ranch in Variani

რანჩო ვარიანის ტერიტორიაზე განთავსებულია 20 კოტეჯი. მათგან 14 კოტეჯი 2 სტუმარზეა გათვლილი, 6 კოტეჯი - 4 სტუმარზე. კომპლექსის ტერიტორიაზეა აუზი, რესტორანი და გასართობი სივრცე. რანჩო ვარიანი ასევე გთავაზობთ ცხენით და წყლის ველოსიპედით გასეირნებას.

Hotsale.ge-ზე ჯავშნის შეძენის შემთხვევაში 2-ადგილიან კოტეჯში 30-ლარიანი დანაზოგით ისარგებლებთ და ადგილზე 120 ლარს გადაიხდით.

ფელუმერ • FELUMER

კოტეჯი აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და არნახული ხედებით აოცებს სტუმრებს. ფელუმერ • FELUMER გათვლილია 2, 4 და 6 სტუმარზე, ჯავშნის კოდს Hotsale.ge-ზე შეძენის შემთხვევაში მიიღებთ 30%-მდე დანაზოგს

ჯვარისა გლემფინგი • JVARISA GLAMPING

ჯვარისა გლემფინგი რაჭაში ამბროლაურის რაიონში მდებარეობს. იზოლირებული კოტეჯები 2+1 პერსონაზეა გათვლილი და Hotsale.ge-ის დანაზოგით ადგილზე 105 ლარს გადაიხდით 140 ლარის ნაცვლად.

R