ავტორი:

რატომ იყო ქანიე უესთი Balenciaga-ს ჩვენებაზე "სისხლჩაქცევებითა და ჭრილობებით" - კიდევ ერთი თავსატეხი დემნასგან

რატომ იყო ქანიე უესთი Balenciaga-ს ჩვენებაზე "სისხლჩაქცევებითა და ჭრილობებით" - კიდევ ერთი თავსატეხი დემნასგან

ქანიე უესტი პარიზის მოდის კვირეულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტუმარია. გარდა იმისა, რომ სტუმრის სტატუსით ესწრება, Balenciaga-ს შოუზე თავად წარადგინა დემნას ახალი ნამუშევარი და უფრო მეტიც, შოუ სწორედ ქანიემ გახსნა.

აღსანიშნავია, რომ ფანებს არ გამოჰპარვიათ რეპერის ჩასისხლიანებული ტუჩი და სახეზე სისხლჩაქცევები.

"ბალენსიაგას" ჩვენების შემდეგ ყველასთვის ნათელი გახდა, რომ მისი "ჭრილობები" შოუს ნაწილი იყო. რეპერს შავი ტანისამოსი და დამცავი ჟილეტი ეცვა და ასე გაიარა პოდიუმზე.

ფანების რეაქციები მომღერლის დანახვაზე სხვადასხვაგვარი იყო: "ნაადრევი ჰელოუინია. ჩემს ძმის შვილსაც პოლიციელობა სურს"; "ვინ სცემა?" "ქანიეს სუპერძალა იმაში მდგომარეობს, რომ მას ყველაფრის მოდურად ქცევა შეუძლია, მაშინაც კი თუ სისხლი სდის", - წერენ კომენტარებში.

Balenciaga-ს ჩვენებამ, როგორც დემნა გვასალიასგან იყო მოსალოდნელი, ამჯერადაც შთამბეჭდავად ჩაიარა. დემნას წერილი, რომელიც მან ჩვენების სტუმრებს გაუგზავნა, ერთგვარი ახსნაა იმის, თუ რატომ ჰქონდა ქანიეს "ნაცემი ადამიანის" ვიზუალი.

"რაც უფრო მეტად ცდილობ, რომ იყო ის, ვინც ხარ, უფრო მეტად გხვდება სახეში, მაგრამ ამავდროულად, როგორი შესანიშნავია, იყოთ ერთმანეთისგან განსხვავებულები." - წერს ქართველი დიზაინერი წერილში.

წყარო: the-sun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა