ავტორი:

"კა გე ბეს" აგენტობაში მხილებულია შს მინისტრი, რომელიც ჯერ კიდევ მინისტრია - ამაზე პასუხი არავის გაქვთ?" - ხაბეიშვილი "ოცნებას"

"კა გე ბეს" აგენტობაში მხილებულია შს მინისტრი, რომელიც ჯერ კიდევ მინისტრია - ამაზე პასუხი არავის გაქვთ?" - ხაბეიშვილი "ოცნებას"

გომელაური მისმა მოადგილემ ამხილა „კა გე ბეს“ აგენტობაში. მან თქვა, რომ „კა გე ბეს“ გენერლებს ჩუმად ხვდებოდა, საქართველოში ჩამოჰყავდა და სუს-ის თანამშრომლები მიმტანებად გადააქცია - ბიჭები, რომლებიც სახელმწიფოს უნდა ემსახურებოდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა უმრავლესობის წარმომადგენლებს მიმართა, რითაც ის სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„ამაზე საუბრობს გომელაურის მოადგილე, რომელიც უშუალოდ შემსწრე იყო ამის. „კა გე ბეს“ აგენტობაში მხილებულია შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ჯერ კიდევ მინისტრია. ამაზე პასუხი არავის გაქვთ? ისე წაიყრუებთ, თითქოს არაფერი ხდება ამ დღეების განმავლობაში.

მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით პირდაპირ თანამდებობის პირი, გომელაურის მოადგილე სახელებით და გვარებით ამბობს, რომელ საათზე და ვის გაატაცებინეს. ამასობაში რეაგირება გაქვთ ნული. მერე გწყინთ, რომ ვიტყვით, რუსული ინტერესები გაქვთ. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი, უჩა მამაცაშვილი, ჩხარტიშვილი, რუხაძე, ხიდაშელი არიან დასასანქცირებელთა სიაში. მათზე ცივილიზებულ სამყაროს აქვს წარმოდგენა, განსაკუთრებით კი ომში მყოფ უკრაინას, რომ ისინი ეხმარებიან რუსებს ომში და რუსულ ეკონომიკაში ასხამენ ფინანსებს. უკრაინაში ბავშვებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვას ხელს უწყობენ, პარალელურად კი „კა გე ბეს“ აგენტობაში არის მხილებული შინაგან საქმეთა მინისტრი. მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით როგორ დავიჯერო, რომ უმრავლესობაში ვინმეს კითხვა არ გაქვთ, როდესაც გოგაშვილი სახელებით და გვარებით ყველას ასახელებს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.