მატილდა გვარლიანის ისედაც შთამბეჭდავი პორტფოლიო დღეს კიდევ უფრო მრავალფეროვანი და წარმომადგენლობითი გახდა.
წარმატებული ქართველი მოდელი პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში Chanel-ის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა.დღეს მატილდა გვარლიანის ისედაც შთამბეჭდავი პორტფოლიო კიდევ უფრო მრავალფეროვანი და წარმომადგენლობითი გახდა. წარმატებული ქართველი მოდელი პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში Chanel-ის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე წარსდგა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, მატილდამ სხვა ცნობილ ბრენდებთანაც ითანამშრომლა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული Emporio Armani-ის და Polo Ralph Lauren-ის კამპანიებში, მაისში ის Louis Vuitton-ის ჩვენებაზეც გამოვიდა.
2020 წელს მატილდა გვარლიანი საერთაშიროსო ბრენდის, Red Valentino-ს სახე გახდა. მოდელი ბრენდის საახალწლო კამპანიაში გადაიღეს, სადაც სექსუალური და თავდაჯერებული ქალის იმიჯი მოირგო.
მოდელი 16 წლის იყო, როდესაც პირველად გამოვიდა Dolce & Gabbana-ს კოლექციის ჩვენებაზე და მას შემდეგ არაერთი ცნობილი ბრენდისთვის გამოვიდა პოდიუმზე.
ასევე იხილეთ: