დონეცკის ოლქში, ლიმანში უკრაინის დროშა ოფიციალურად აღიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო პირად “ტელეგრამ” არხზე ავრცელებს.
“უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების მეთაურმა ალექსანდრ სირსკიმ დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციას გადასცა გათავისუფლებულ დასახლებულ პუნქტებში შემდგომი ცხოვრების მოწესრიგების უფლებამოსილება. მადლობელი ვარ ჩვენი შეიარაღებული ძალების ჩვენი უკრაინული მიწის მტრებისგან გაწმენდისთვის. ოკუპანტები ნანგრევებს ტოვებენ. თუმცა მთავარია - ეს ჩვენი მიწაა. ყველაფერს თავიდან ავაშენებთ”, - წერს კირილენკო.
მან ასევე აღნიშნა, რომ ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ დასახლებაში სამუშაო ლოჯისტიკის მოწესრიგებით, ჰუმანიტარული დახმარების შემოტანითა და პენსიების გაცემით იწყება. ამავდროულად, მან თავის დროზე ევაკუირებულ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ სახლში დაბრუნება ჯერ ადრეა, ვინაიდან, მიმდინარეობს განაღმვითი სამუშაოები და წინ რთული ზამთარია.