ავტორი:

"ილონ მასკს "ტვიტერის“ ყიდვა კვლავ სურს" - Bloomberg

"ილონ მასკს "ტვიტერის“ ყიდვა კვლავ სურს" - Bloomberg

Tesla-სა და Space X-ის დამფუძნებელს ილონ მასკს კვლავაც სურს "ტვიტერის“ ყიდვა.

მან სოციალურ ქსელს შესთავაზა, თითოეული აქციის 54.2 დოლარად შესყიდვა. ამის შესახებ "ბლუმბერგი“ წყაროზე დაყრდნობით წერს.

როგორც მედია წერს, ბიზნესმენმა ეს წინადადება სოციალურ ქსელს წერილით შესთავაზა. ამის ფონზე კი აქციათა ღირებულებამ 15 პროცენტამდე მოიმატა.

ცნობისთვის, ილონ მასკმა 25 აპრილს კომპანია "ტვიტერთან“ შეთანხმება გააფორმა, ქსელის 44 მილიარდ დოლარად ყიდვის შესახებ. გარიგება წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. თუმცა, 9 ივლისს მან უარი თქვა. მასკმა კომპანიის მიერ შეთანხმების დებულებების დარღვევის შესახებ განაცხადა. კერძოდ, მისი თქმით, სოციალურმა ქსელმა არ წარმოადგინა ინფორმაცია ყალბი ანგარიშებისა და "სპამ-ბოტების“ შესახებ.

ამის გამო, "ტვიტერის“ ხელმძღვანელობამ მილიარდერს სასამართლოში უჩივლა.