ავტორი:

"ვან გოგი? არა, - კვარავაჯო... კვარაცხელია ფეხბურთს ხატავს" - ქართველი ფეხბურთელის მორიგი შოუ და პირველი გოლი "ჩემპიონთა ლიგაზე"  - რას წერენ "კვარას" შესახებ მედია და ფანები

"ვან გოგი? არა, - კვარავაჯო... კვარაცხელია ფეხბურთს ხატავს" - ქართველი ფეხბურთელის მორიგი შოუ და პირველი გოლი "ჩემპიონთა ლიგაზე"  - რას წერენ "კვარას" შესახებ მედია და ფანები

"ჩემპიონთა ლიგაზე" ფეხბურთის ქართველმა გულშემატკივარმა ნანატრი ქართული გოლი ნახა. იტალიურმა "ნაპოლიმ" ამსტერდამში "აიაქსი" გამანადგურებელი ანგარიშით 1-6 დაამარცხა. ნეაპოლური კლუბის ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა და ერთი გოლიც გაიტანა.

შეხვედრის მიმდინარეობისას "კვარას" დუშან ტადიჩმა უხეშად დააბიჯა, რის შემდეგაც ქართველს ფეხზე ძლიერი ტკივილი აწუხებდა. მიუხედავად ტკივილისა, ხვიჩამ გოლის გატანა მაინც შეძლო. აღსანიშნავია, რომ გოლის შემდეგ კვარაცხელიამ შეცვლა მოითხოვა.

საბედნიეროდ, მისი ტრავმა სერიოზული არ არის და როგორც იტალიური მედია წერს, მომდევნო მატჩისთვის, რომელიც 9 ოქტომბერს "კრემონეზეს" წინააღმდეგ უნდა გაიმართოს, ხვიჩა სრულად მზად იქნება.

  • აღსანიშნავია, რომ 2005 წლის შემდეგ "ჩემპიონთა ლიგაზე" არც ერთ ქართველ ფეხბურთელს არ ჰქონდა გოლი გატანილი. 2005 წელს ლევან კობიაშვილმა (ჰეთ-თრიკი) შეასრულა. მაშინ კობიაშვილმა "პსვ ეინდჰოვენის" კარში სამი გოლი გაიტანა.

მატჩის მიმდინარეობისას ხვიჩა კვარაცხელიას სახელი "ტვიტერის" იტალიურ სივრცეში ტრენდებში იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მის შესახებ ბევრი "ტვიტი" იწერებოდა.

იტალიური სპორტული გამოცემა Gazzeta dello sport კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ის, რასაც "კვარა" მოედანზე აკეთებს, მხატვრობაა. "კვარაცხელია ფეხბურთს ხატავს", - წერს გამოცემა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე და "მხატვარი ხვიჩას" ფოტოს აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ თუ აქამდე ხვიჩა კვარაცხელიას მხოლოდ ფანები და ჟურნალისტები ეძახდნენ "კვარადონას", ახლა უკვე სოციალურ ქსელში "ჩემპიონთა ლიგის" ოფიციალურ გვერდზეც ამ მეტსახელით მოიხსენიებენ. "კვარადონა", - ასე გამოეხმაურა ყველაზე მაღალი დონის საფეხბურთო ტურნირის ოფიციალური გვერდი "ტვიტერში" კვარას მიერ გატანილ გოლს.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="und" dir="ltr">🇬🇪💫 Kvaradona</p>&mdash; UEFA Champions League (@ChampionsLeague) <a href="https://twitter.com/ChampionsLeague/status/1577394210675855361?ref_src=twsrc%5Etfw">October 4, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

"პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე. 11 გოლი კლუბსა და ეროვნულ ნაკრებში მიმდინარე სეზონზე. ხვიჩა კვარაცხელია - საოცარი ტალანტი", - ეს პოსტი კი "ჩემპიონთა ლიგის" ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნდა.

"ნაპოლის" ოფიციალურ გვერდზე ხვიჩას კიდევ ერთხელ უწოდეს "კვარავაჯო" - "ვან გოგი? არა, - კვარავაჯო" - წერია გამოქვეყნებულ პოსტში.

და რა თქმა უნდა, ფანები აღფრთოვანებულები არიან კვარაცხელიას თამაშით. ისინი არ იშურებენ ქართველის მიმართ საქებ სიტყვებს. გულშემატკივრები წერენ, რომ "კვარამ" ფეხბურთს რომანტიკა დაუბრუნა და მისი თამაშის სტილი არის ის, რაც "ძველ სკოლას" ახსენებთ. გარდა შედეგიანობისა, მოსწონთ თამაშის სტილი, ლამაზი მომენტები, რომელიც კვარაცხელიას ბურთთან შეხებას მოჰყვება ხოლმე.

"რას იტყვით კვარაცხელიაზე? - ის სხვა პლანეტიდანაა. ნაპოლიმ მას ლიმიტი არ უნდა დაუწესოს. ამ ბიჭს შეუძლია ნებისმიერი მეტოქე დაამარცხოს."

"ჩვენ ამას უკვე შევეჩვიეთ, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა - რა შოუ დადგა კვარაცხელიამ."

"მას რომ კვარალდიონიო ერქვას, ანუ ბრაზილიელი იყოს, უკვე "რეალის", ან "სიტის" ფეხბურთელი იქნებოდა. ბრავო იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ ბიჭის დაიჯერეს, ფენომენალურია. იმით, რასაც მოედანზე აკეთებს, კაკას მახსენებს."

"ფეხი სტკიოდა, მაგრამ მაინც გაიტანა, მისთვის ტრავმაც არაა დაბრკოლება", - წერენ გულშემატკივრები.