ავტორი:

"კიდევ შევხვდებით და ვნახოთ, შეძლებს თუ არა შენგელია სხვაგანაც გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც საქართველოში შეუძლია" - თურქეთის ნაკრების კალათბურთელი თორნიკე შენგელიაზე

"კიდევ შევხვდებით და ვნახოთ, შეძლებს თუ არა შენგელია სხვაგანაც გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც საქართველოში შეუძლია" - თურქეთის ნაკრების კალათბურთელი თორნიკე შენგელიაზე

თურქეთის ნაკრებისა და "ფენერბაჰჩეს" კალათბურთელმა მელიჰ მაჰმუთოღლუმ გამოცემა Eurohoops-თან ინტერვიუში "ევრობასკეტი" და თურქეთსა და საქართველოს შორის მატჩის დროს გასახდელში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა. მან ჩვენი ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას, ასევე ნაკრების წევრის, გოგა ბითაძის შესახებ ისაუბრა.

"საქართველოსთან თამაშის შემდეგ, შენგელიასთან არ მისაუბრია. როდესაც მომხდარის შესახებ გავიგე, შოკში ჩავვარდი. შენგელიასგან ასეთ რამეს არ ველოდი. არ მიმაჩნია მართებულად ტრავმირებული მოთამაშისგან მოწინააღმდეგის გასახდელში ჩხუბის მოწყობა.

ვფიქრობ, რომ ამას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. სამწუხაროდ, კადრები ვერ ვნახეთ. ვიცით ის, რაც თქვა ფურკანმა და გვჯერა მისი. არ ვიცი რა უნდოდათ შენგელიას და ბითაძეს. მათ არ შეეფერებათ ასეთი ქცევა.

იქ ვთქვი და კიდევ ვიტყვი, სეზონი გრძელია და კიდევ შევხვდებით. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ის (შენგელია) სხვაგანაც გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც საქართველოში შეუძლია. ჩვენთვის ქალაქსა და ქვეყანას მნიშვნელობა არ აქვს.

მსგავსი რამ სპორტში არ უნდა ხდებოდეს. ის, რაც მოედანზე ხდება, მოედანზე უნდა დარჩეს... წაიკითხეთ ვრცლად sportall.ge