ავტორი:

"ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს!" - ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სავარაუდოდ, უცხოელი მამაკაცი მაღაზიის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდა

"ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს!" - ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სავარაუდოდ, უცხოელი მამაკაცი მაღაზიის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდა

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელიც "ორი ნაბიჯის" ერთ-ერთ მაღაზიაშია გადაღებული. კადრებში ჩანს, რომ ნასვამი მამაკაცი თანამშრომლებსა და მყიდველებს ფიზიკურად უსწორდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა მიიჩნია, რომ მას არასწორად დაუანგარიშეს თანხა და ამის გამო მან მაღაზიის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ის უხამსი სიტყვებით მიმართავს მაღაზიის თანამშრომლებს, ხოლო კადრებში ჩანს, რომ დაპირისპირებისას ერთ-ერთი ქალბატონი მამაკაცმა თმით ითრია.

"სამარცხვინოა, ეს ძალადობა დაუსჯელი თუ დარჩა. ქართველ კაცებს კი მალადეც. ძალადობას ვინც ამართლებს, თავად ხართ მოძალადეები. რას მიქვია, უშვებს არ უშვებს? დარტყმის უფლება ვინ მისცა, ხალხო, მთლად დაშტერდით? ასე რომ არ ვიცით ერთმანეთის გატანა, იმიტომაც ხდება ეს, რაც მოხდა!!!! სამარცხვინოა, ქალზე ძალადობას რომ ამართლებთ!!!"

"ღმერთო ჩემო, ეს რა უბედურება გვჭირს! ვითომ კაცები რომ შებრძანდნენ და რეაქცია იყო ნული, გაუშვითოო, იძახდნენ. გაუშვით კი არა, თქვენივე ქვეყანაში თქვენს მანდილოსნებს თქვენ თვალწინ სცემენ და ჩმორებივით უყურებთ! ქალებმა გაჯობეს ვაჟკაცობაში! მრცხვენია, თქვენისთანა კაცები რომ არსებობენ... ის ვირთხა იპოვეთ და დასაჯეთ, როგორც საჭიროა, შინაგან საქმეთა სამინისტრო!"

ნახეთ ვიდეო: