ავტორი:

ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლოში მივიდა - ჩოგბურთელის კომენტარი (ვიდეო)

ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლოში მივიდა - ჩოგბურთელის კომენტარი (ვიდეო)

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, საკუთარ სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა. 2-წლიანი სასამართლო განხილვების პარალელურად, ბასილაშვილი მედიასთან დღეს პირველად გამოჩნდა.

"თავს დამნაშავედ არ ვთვლი" - აღნიშნა მან.

ჩოგბურთელის თქმით, სანამ პროცესები არ დამთავრდება, მანამდე სხვა განცხადებას არ გააკეთებს.

"როგორც კი დამთავრდება, ყველაფერზე აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს",- განაცხადა ბასილაშვილმა.

ის სხდომას დღეს პირველად დაესწრება სხდომათა დარბაზში.

ნახეთ ვიდეო: