არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მარტვილის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მარტვილის საკრებულოს წევრი ზაალ გოროზია დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ის ცოლზე ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული.
მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით დამატებითი დეტალები არ ხმაურდება.