ავტორი:

"ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო" - გუბერნატორი

"ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო" - გუბერნატორი

"ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო", - ამის შესახებ ლუგანსკის საოლქო - სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გაიდაი "ტელეგრამში“ იუწყება.

  • "რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე გათავისუფლდა რუსული არმიისგან, რუსი ოკუპანტებისგან", - განაცხადა გაიდაიმ, თუმცა მან გათავისუფლებული დასახლებები არ დაასახელა.

გაიდაის განცხადებით, ოკუპანტებს ესმით, რომ მათ ანადგურებენ, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ ყველა გზის და შენობის დანაღმვას.

ამასთან, მან მოქალაქეებს მოუწოდა, ოფიციალური ინფორმაციის მიღებამდე გათავისუფლებულ ტერიტორიებზე არ დაბრუნდნენ, რადგან აუცილებელია დანაღმული ტერიტორიების გაწმენდა.

"ჩვენ გეტყვით, როდის შეგიძლიათ დაბრუნდეთ და სად დაბრუნდეთ“, - აღნიშნა გაიდაიმ.