ავტორი:

"ქართულ ოცნებაში“ კელი დეგნანი ჰგონიათ ამერიკელი ტურისტი, ზურგჩანთით და ბოტასებით ჩამოსული - რა "ბუზი დააჯდათ" ამისთანა" - ალეკო ელისაშვილი

"ქართულ ოცნებაში“ კელი დეგნანი ჰგონიათ ამერიკელი ტურისტი, ზურგჩანთით და ბოტასებით ჩამოსული - რა "ბუზი დააჯდათ" ამისთანა" - ალეკო ელისაშვილი

"ქართულ ოცნებაში“ კელი დეგნანი ჰგონიათ ამერიკელი ტურისტი, ზურგჩანთით და ბოტასებით ჩამოსული , - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, "მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა.

მისი თქმით, "კელი დეგნანი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს მიერ დანიშნული ელჩია, რომელიც წარმოადგენს აშშ-ს სახელმწიფო ინტერესებს საქართველოში“ და აშშ-თან "ენის შეჩვევა“, რასაც "ქართული ოცნება“ აკეთებს, ძალიან "დამაზიანებელი და საშიშია“.

"რუსულ ტანკებს 2008 წელს რა გააჩერებდა, რომ არ ყოფილიყო აშშ-ს კატეგორიული პოზიცია ან არაღიარების პოლიტიკა. რამდენიმე ქვეყნის გარდა ვერ ბედავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარებას.

ვერ ხვდებიან, რა მასშტაბის ცეცხლს ეთამაშებიან. რატომ აკეთებენ ამას, ვერ მივხვდი. ჩინეთი, რომ კუნთებს ათამაშებდა, არავინ დაგინახოთ ტაივანში ჩასულიო, ნენსი პელოსი დემონსტრაციულად ჩავიდა ტაივანში და ვერაფერს ვერ გახდა ჩინეთი, ამხელა ქვეყანა. "ქართულ ოცნებაში“ რა ბუზი დააჯდათ ამისთანა, რომ ვერ ხვდებიან ვისთან აქვთ საქმე. აშშ-თან ენის შეჩვევა, როგორც "ქართული ოცნება“ აკეთებს ძალიან დამაზიანებელი და საშიშია. როდესაც პატარა ბეღურასავით ხარ არ უნდა გაექანო და არწივების ბუდესთან არ უნდა მიხვიდე და არ უნდა აგინო იმიტომ, რომ ბუნდღა არ დარჩება შენი“,- განაცხადა ელისაშვილმა.

მან გადაცემაში ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებაზე ისაუბრა. მისი თქმით, 12 პუნქტიდან 10 მარტივად შესრულდება.

მისი თქმით, ორი რთული საკითხია: დეოლიგარქიზაცია და სასამართლო სისტემის რეფორმა.

მისივე თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით "ქართული ოცნება“ მარტივად "გამოძვრება“, რადგან მოხერხებულად მიიღებს უკრაინულ ხარვეზიან კანონს.

"დეოლიგარქიზაციაზე ლაპარაკი სისულელედ მიმაჩნია, ამას თავიდანვე ვამბობდით. როგორ წარმოუდგენიათ, სანამ "ქართული ოცნებაა“ უმრავლესობაში, "ქართული ოცნების“ რომელი დეპუტატი ან მინისტრი გაბედვას, რომ ბიძინა ივანიშვილს რაღაცნაირად ხელ-ფეხი შეუკვეცოს. არც ოპოზიციის მხარეს არ მომწონს მდიდარი ადამიანები ოპოზიციურ პარტიებს, როგორც მარიონეტებს ისე, რომ ექცევიან. 12 პუნქტიდან ყველაზე არასერიოზული დეოლიგარქიზაციაა იმიტომ, რომ არარეალურია ამის განხორციელება და "თაგვმა თხარა თხარო“ გამოგვივა ოპოზიციას.

ჩვენ ამ ჯგუფებში ვმუშაობთ იმიტომ, რომ ევროკავშირმა გვითხრა თუ გინდათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატები გახდეთ, 12 პუნქტზე ერთად იმუშავეთო, ამიტომ ვმუშაობთ, რომ რაღაცა გამოვტყუოთ "ქართულ ოცნებას“. ამ 12 პუნქტიდან 10 დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მარტივად მოხდება "პტიჩკის“ დასმა. ორი რთული საკითხია დეოლიგარქიზაცია და სასამართლო. დეოლიგარქიზაციაზე "ქართული ოცნება“ მოხერხებულად იღებს უკრაინულ ხარვეზიან კანონს.

ვინ არის ოლიგარქი? მარტო ბიძინა ივანიშვილი ხომ არ არის ოლიგარქი. კეზერაშვილი არ არის ოლიგარქი? თუ კანონი უნდა მივიღოთ, კეზერაშვილს არ უნდა აეკრძალოს? ხომ არის დეკლარირებული ქურდი. ქართულ არმიას მოჰპარა ფული. იყო მინისტრი, ჰქონდა ხელფასი. წესით სხვა შემოსავალი არ უნდა ჰქონოდა და მინისტრობიდან რომ გადადგა, პრესკონფერენციაზე თქვა ბიზნესში ვბრუნდებიო, მანამდე ოფიციალურად არცერთ ბიზნესში არ იყო. ახლა არის მულტიმილიონერი. ქურდია და რატომაა კარგი კაცი და რატომ აქვს ოპოზიციის ან მედიის დაფინანსების უფლება? ბიძინა ივანიშვილს თუ არ აქვს ამის უფლება, არც კეზერაშვილს უნდა ჰქონდეს. წინასწარ რატომ ხარჯავთ დროს, რომელიც ბუმერანგივით დაგიბრუნდება?“, - განაცხადა ელისაშვილმა.