ავტორი:

რუსეთის მოთხოვნა გაერო-ს - "უკრაინის 4 რეგიონის ანექსიის საკითხზე კენჭისყრა ფარულად გაიმართოს"

რუსეთის მოთხოვნა გაერო-ს - "უკრაინის 4 რეგიონის ანექსიის საკითხზე კენჭისყრა ფარულად გაიმართოს"

რუსეთი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, სადაც რუსეთის მხრიდან უკრაინის 4 რეგიონის ანექსიის საკითხი განიხილება, ფარული კენჭისყრის გამართვას ითხოვს.

The Guardians-ის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 193-ვე წევრს საშუალება უნდა ჰქონდეს, საჯაროდ არ დააფიქსიროს პასუხი და ხმა ანონიმურად მისცეს. რუსეთის ხელისუფლების ცნობით, ფარული კენჭიყრის პირობებში, ქვეყნები უფრო თამამად მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, დასავლეთის „ზეწოლის“ გარეშე.

ცნობისთვის, უკრაინამ და მისმა მოკავშირეებმა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთის მიერ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების გამო გაერო-ს გენერალურ ასამბლეის გამართვა მოითხოვეს.