ავტორი:

ირანში საპროტესტო აქციის კიდევ ერთი, ამჯერად 16 წლის მსხვერპლი - გოგონას ცხედარი სამთავრობო ძალებმა მოიპარეს

ირანში საპროტესტო აქციის კიდევ ერთი, ამჯერად 16 წლის მსხვერპლი - გოგონას ცხედარი სამთავრობო ძალებმა მოიპარეს

მესამე კვირაა, რაც ირანში თავისუფლების მოთხოვნით, აქციები მიმდინარეობს და ამ პროტესტს კიდევ ერთი მსხვერპლი, 16 წლის გოგონა ნიკა შაკარამი ჰყავს. გოგონა, სავარაუდოდ, ირანის უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს, რის შემდეგაც, მისი ცხედარი მოიპარეს და ფარულად დაკრძალეს, - ამის შესახებ BBC-ის სპარსულ ბიუროს ოჯახთან დაახლოებულმა პირებმა შეატყობინეს.

• ნიკა 20 სექტემბერს თეირანში გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ დაიკარგა. გოგონას 10 დღის განმავლობაში ეძებდნენ. "მეგობრისთვის გაგზავნილ ბოლო შეტყობინებაში ამბობდა, რომ მას უსაფრთხოების ძალები დევნიდნენ,“ - ყვება ნიკას დეიდა.

ოჯახმა საბოლოოდ, გოგონას ცხედარი დედაქალაქის ცენტრში არსებულ მორგში იპოვა.

"როდესაც ამოსაცნობად მივედით, სხეულის დანახვის საშუალება არ მოგვცეს, მხოლოდ მისი სახე დამანახეს რამდენიმე წამით“, - ამბობს ათაშ შაკარამი, ნიკას დეიდა.

• ნიკას ოჯახმა მისი ცხედარი გასულ კვირას მამის მშობლიურ ქალაქ ხორამაბადში გადაასვენა, რომელიც ქვეყნის დასავლეთით მდებარეობს. ამ დღეს გარდაცვლილს 17 წელი შეუსრულდა. ოჯახი ხელისუფლებას დათანხმდა, რომ დაკრძალვის ცერემონიას არ გამართავდნენ. "მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების ძალებმა ნიკას ცხედარი ხორამაბადიდან "მოიპარეს“ და სოფელ ვეისიანში დაკრძალეს", - ამბობს წყარო.

ნიკა შაკარამს მეგობრები მხიარულ და სიცოცხლით სავსე გოგონად აღწერენ. მას უკვე ირანის მიმდინარე დემონსტრაციების ახალ სახედ და თავისუფლებისთვის წამებულად მოიხსენიებენ.

იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-ს ცნობით, სოციალურ მედიაში შაკარამის ვიდეო გავრცელდ, სადაც ჩანს, რომ ის ცეკვავს და მღერის ირანულ სასიყვარულო სიმღერას, 1968 წლის ცნობილი ფილმიდან "Soltane Ghalbha".

ვიდეოში შაკარამი მეგობრებს სთხოვს, "არ დასცინონ მას..."

Pleine de vie, pleine de joie, pleine de jeunesse... il est difficile de voir ces images. La famille n'a même pas été autorisée à organiser des funérailles. Elle aurait eu 17 ans dimanche dernier.#NikaShakarami #Iran pic.twitter.com/V1WK5ucXnO
— Farid Vahid (@FaridVahiid) October 4, 2022

ხორამაბადის სასაფლაოსთან, იქ, სადაც დაღუპულის დაკრძალვა იგეგმებოდა, ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ანტისამთავრობო სლოგანებს სკანდირებდნენ. მათ შორის იყო ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის საწინააღმდეგო შეძახილი - “სიკვდილი დიქტატორს”.

დაღუპული გოგონას დეიდა, ათაში, რომელმაც დისშვილის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, დააკავეს, მისი სახლი კი დაარბიეს. ქალს უსაფრთხოების ძალები მოკვლით დაემუქრნენ, თუ ოჯახიდან ვინმე საპროტესტო აქციებში მიიღებდა მონაწილეობას.

• როგორც BBC-ი წერს, სამთავრობო ძალები ადამიანების გასაჩუმებლად მსხვერპლთა ცხედრებს იყენებენ.

ამის კიდევ ერთი მაგალითია ჰადის ნაჯაფი, კიდევ ერთი 22 წლის მომიტინგე ქალი, რომელიც უსაფრთხოების ძალებმა თეირანის მახლობლად 21 სექტემბერს ყარაჯში მოკლეს.

ჰადისის დები ამბობენ, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში და კისერში ესროლეს. "სხეულს ორი დღის განმავლობაში არ აბრუნებდნენ და მამამისს სთხოვდნენ ეთქვა, რომ ის გულის შეტევით გარდაიცვალა“, - განუცხადა ოჯახთან დაახლოებულმა ორმა წყარომ BBC-ის.

ბოლო ვიდეო შეტყობინებაში, რომელიც ჰადისმა თავის მეგობრებს გაუგზავნა, ამბობს: "იმედი მაქვს, რამდენიმე წელიწადში, როცა უკან მოვიხედავ, ბედნიერი ვიქნები იმით, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა." გოგონას ოჯახის წევრების თქმით, ის მოკლეს ამ შეტყობინების ჩანაწერის გაგზავნიდან თითქმის ერთი საათის შემდეგ.

• ცნობისთვის, ირანის ათეულობით ქალაქსა და დასახლებაში აქციები "მორალის პოლიციის“ მიერ დაკავებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო.

მაჰსა ამინისი ჰიჯაბის "არასწორად ტარების" გამო დააკავეს. პოლიცია გოგონას სასტიკად გაუსწორდა, მიღებული ფიზიკური დაზიანებების შედეგად კი მაჰსა გარდაიცვალა.

საპროტესტო აქციები ამინის მშობლიური ქალაქი საყეზიდან დაიწყო. მგლოვიარეები ადრიანად შეიკრიბნენ, რომ პოლიციის მალულად დაეკრძალათ ქალი.