ავტორი:

როგორ ცხოვრობს ერთ დროს პოპულარული "კასანდრა" დღეს - "ინფლუენსერი" კორაიმა ტორესის პირადი, კარიერა და დაძლეული მძიმე სენი (ფოტოები)

როგორ ცხოვრობს ერთ დროს პოპულარული "კასანდრა" დღეს - "ინფლუენსერი" კორაიმა ტორესის პირადი, კარიერა და დაძლეული მძიმე სენი (ფოტოები)

კორაიმა ტორესი - ეს სახელი და გვარი ალბათ ბევრ ქართველს ეცნობა, თუმცა თუ გეტყვი, რომ კასანდრაზე ვწერთ, ყველაფერი უფრო მარტივად იქნება, რადგან წლების წინ საქართველოში ეს სერიალი დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

ვენესუელელი მსახიობი, კორაიმა ტორესი მსოფლიოში ცნობილი ტელენოველა "კასანდრას" წყალობით გახდა. სერიალი მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში აჩვენეს და დღემდე 32 ენაზეა ნათარგმნი. ამის გამო, სერიალი გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდა.

კორაიმა ალეხანდრა ტორეს დიასი 1973 წლის 6 ივნისს ვენესუელის ქალაქ ვალენსიაში დაიბადა. ის იყო მეოთხე შვილი ოჯახში. გოგონა იურისტობაზე ოცნებობდა, მაგრამ ცხრა წლის ასაკში პირველად შევიდა თეატრალურ წრეზე, რამაც მისი სამსახიობო კარიერა საბოლოოდ გადაწყვიტა.

ახალგაზრდა მსახიობს არ უყვარდა სწავლა და ხშირად აცდენდა გაკვეთილებს. სკოლის დასრულების შემდეგ მან უკვე ზუსტად იცოდა, თუ რისი გაკეთება სურდა.

"მე არასოდეს ვყოფილვარ გულმოდგინე მოსწავლე, სამაგიეროდ - ვიყავი აგრესიული და მოძალადე და ხშირად გავრბოდი", - აღიარა მოგვიანებით მსახიობმა.

კორაიმამ კარაკასის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც რეჟისორი ლუის ლამატე გაიცნო, რომელმაც იგი ტელევიზიაში მიიყვანა.

სამსახიობო კარიერა

1989 წელს კორაიმა ტორესმა მიიღო პირველი მთავარი როლი ტელენოველაში The Lark. ერთი წლის შემდეგ მან ითამაშა სერიალ Gardenia-ში.

კორაიმა ტორესის მესამე ნამუშევარმა მსახიობს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. სერიალი „კასანდრა“, რომელშიც მან პუერტო რიკოელ მსახიობ ოსვალდო რიოსთან ერთად ითამაშა. თუმცა, დიდმა წარმატება კორაიმას ცხოვრებაში დედის ავადმყოფობამ და გარდაცვალებამ დაჩრდილა. ეს ამბავი იმდენად მძიმე აღმოჩნდა მისთვის, რომ გადასაღებ მოედანზე დაბრუნება გაუჭირდა.

"კასანდრას" პოპულარობის შემდეგ მსახიობი კიდევ ორ სერიალში გადაიღეს, რის შემდეგაც დაოჯახდა და ამის გამო კარიერაში შესვენება დასჭირდა. შვილის გაჩენის შემდეგ, კორაიმა ტორესი ვენესუელაში დაბრუნდა და კიდევ უამრავ სერიალში გადაიღეს.

2001 წელს წელს კორაიმა ტორესის შესრულებით კიდევ ერთი ახალი სერიალი გამოვიდა. „სოლედადში“ მას პარტნიორობას ცნობილი მსახიობი გილერმო პერესი უწევდა. მალე ქალმა გაიგო, რომ სიმსივნე ჰქონდა. კორაიმას ვერაგი სენის დასამარცხებლად ორი ოპერაციის გაკეთება მოუწია.

პირადი ცხოვრება

1994 წელს, სერიალის „სიზმრები და სარკეების“ გადასაღებ მოედანზე, კორაიმამ კოლუმბიელი მსახიობი ნიკოლას მონტერო გაიცნო. პარტნიორებს შორის რომანი სწრაფად განვითარდა. 1996 წელს, გადაღებების დასრულებიდან მალევე, ისინი დაქორწინდნენ. იმავე წელს წყვილს შეეძინა ერთადერთი შვილი - მანუ ნიკო.

კორაიმა ტორესი ქმართან ურთიერთობაზე წლების შემდეგაც ამბობდა: "მეჩვენება, რომ დღესაც ჯერ კიდევ თაფლობის თვეში ვართ, შესაძლოა იმიტომ, რომ ხშირად ცალკ-ცალკე ვცხოვრობთ".

49 წლის მსახიობი ამჟამად ვაჟთან ერთად ბოგოტაში ცხოვრობს. მეუღლეს დაშორდა, თუმცა ამის შესახებ ოფიციალურად არ უსაუბრია. როდესაც ინსტაგრამზე გულშემატკივრებმა კითხვა მეუღლის შესახებ დაუსვეს, თქვა, რომ რაღაცები მთავრდება და მათ შემთხვევაშიც ასე მოხდა...

სოციალურ ქსელში 328 ათასი გამომწერი ჰყავს, რომლებიც ხალისით ადევნებენ თვალს მის ვიდეოებს, სადაც მათ ვარჯიშისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ რჩევებს აძლევს. თავისუფალ დროს უყვარს ცურვა, ცეკვა, ჩოგბურთის თამაში და ფეხბურთი. ამბობს, რომ ცხოვრებაში მისი ყველაზე დიდი დაბრკოლება თამბაქოს მოხმარებაა.