ავტორი:

"კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ მედიიდან გავიგე... რაც შეეხება ბრალდებულ კავილაძეს, მას ვიცნობ ბავშობიდან" - გახმაურებულ საქმეზე კაკულიები დუმილს არღვევენ: რას ამბობენ ძმები ჩვენებაში?

"კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ მედიიდან გავიგე... რაც შეეხება ბრალდებულ კავილაძეს, მას ვიცნობ ბავშობიდან" - გახმაურებულ საქმეზე კაკულიები დუმილს არღვევენ: რას ამბობენ ძმები ჩვენებაში?

22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა. ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ამ ეტაპზე 2 პირია დაკავებული - გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე.

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობიდან მალევე, გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ სამართალდაცავები ერთ-ერთი ვერსიად შეკვეთილ მკვლელობას განიხილავდნენ, რისი საფუძველიც ე.წ. კანონიერ ქურდად მონათვლის სურვილი გახდა. ერთ-ერთი ვერსიით, 2001 წელს მოსკოვში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის, დავით კაკულიას ("დათო ტბილისკის") ერთ-ერთ შვილს, რომელიც მამის მსგავსად ქურდობას აპირებდა, საზღვარგარეთ გამართულ ე.წ. სხოდკაზე კრიმინალური ავტორიტეტები წოდების მიღებას დაჰპირდნენ, თუმცა გარკვეული პირობით. უმცროსმა კაკულიამ ჩათვალა, რომ სტატუსს მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუ შურს იძიებდა მამის მკვლელობისთვის, რაშიც მის ნათლიას, ნიკა კვარაცხელიას მამას, ასევე კანონიერ ქურდ გია კვარაცხელიას (მეტსახელად "ლაფშას") ადანაშაულებდა (2001 წლის 25 აგვისტოს).

  • ერთი-ერთი ვერსიით, ნიკა კვარაცხელიას ლიკვიდაციამდე რამდენიმე დღით ადრე, ძმებმა კაკულიებმა სომხეთში დაიბარეს ბრალდებულები (კავილაძე და ჭელიძე) და ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაც იქ გადაწყდა.

ამ დროისთვის ძმები კაკულიები პატიმრობაში არიან, თუმცა სხვა საქმის გამო. არსებული ინფორმაციით, დაკავება რამდენიმე თვის წინ არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრას და არც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს უკავშირდება. ოფიციალურად, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით წარედგინათ, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გუშინ "კურიერმა" ძმებ კაკულიების ჩვენება გაავრცელა, სადაც დანაშაულთან კავშირს უარყოფენ, თუმცა დათა და გუგა კაკულიები 22 წლის ნიკო კვარაცხელიას ერთ-ერთ მკვლელთან, გიორგი კავილაძესთან მეგობრობას ადასტურებენ.

დათა კაკულია:

- გიორგი კავილაძეს ვიცნობ ბავშობიდან, მასთან მაქვს მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ წლების მანძილზე მასთან ურთიერთობა არ მქონია. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მას სადმე საზღვარგარეთ შევხვედროდი მეგობრების წრეში. რაც შეეხება ალეკო ჭელიძეს, მსგავსი სახლის და გვარის მქონე პიროვნება არ მეცნობა. ნიკოლოზ კვარაცხელიას არ ვიცნობ და მისი მკვლელობის შესახებ მასმედიიდან გავიგე.

2021 წლის ზაფხულის პერიოდში, როგორც მახსოვს ივნისის თვეში, პირად საქმეზე ჩავედი ერევანში და დავყავი დაახლოებით თვენახევარი. იყვნენ თუ არა ისინი (ბრალდებულების - კავილაძე და ჭელიძე) ჩამოსული სომხეთში ვერ ვიხსენებ, თუმცა არ გამოვრიცხავ ამ ფაქტს, რომ რომ ჩემს მეგობრებთან ერთად ჩამოსულიყვნენ.

გუგა კაკულია:

- მე და ჩემს ძმას გვსურდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ორ მცდელობაზე გვეთქვა უარი. როდის და რა საშუალებით გამოვკვეთეთ საზღვარი, ამას ვერ გეტყვით. ამაზე დუმილის უფლებას ვიყენებ. კონკრეტულად, სად ვიმყოფებოდი კვარაცხელიას მკვლელობის დღეს, არ მახსოვს, თუმცა ვიყავი საზღვარგარეთ.

ნახეთ ასევე: