ავტორი:

"რამდენიმე წუთის წინ მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. მეტყველება უჭირს" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?

"რამდენიმე წუთის წინ მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. მეტყველება უჭირს" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

"მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე წუთის წინ ძალიან დამძიმდა. მეტყველება უჭირს, საკვებს საერთოდ ვეღარ იღებს", - წერს ჟორჟოლიანი.

ექსპრეზიდენტის მდგომარეობათან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ. მისი თქმით, მდგომარეობას კრიტიკულად ნამდვილად ვერ შეაფასებს.

ჟურნალისტების კითხვაზე, აღენიშნება თუ არა სააკაშვილს მაღალი ტემპერატურა და წნევა, ჩხაიძის განცხადებით, აღნიშნულს ადასტურებს, რის გამოც სააკაშვილს დამატებითი კვლევები დაენიშნა.

„ვინაიდან პაციენტი არის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, მისი ინფორმაცია ახლანდელი ჯანმრთელობის შესახებ უნდა მიიღოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტიდან“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

ნახეთ ასევე: