ავტორი:

მექსიკის ერთ-ერთ ქალაქში შეიარაღებული პირები მერიის შენობაში შეიჭრნენ - მათ ქალაქის მერი და კიდევ 17 პირი მოკლეს

მექსიკის ერთ-ერთ ქალაქში შეიარაღებული პირები მერიის შენობაში შეიჭრნენ - მათ ქალაქის მერი და კიდევ 17 პირი მოკლეს

შეიარაღებული პირები მექსიკის დასავლეთში მდებარე ქალაქ სან მიგელ ტოტოლაპანის მერიაში შეიჭრნენ, მათ ქალაქის მერი, მენდოზა ალმედა და კიდევ, სულ მცირე, 17 ადამიანი მოკლეს. სროლის დროს დაიღუპა ასევე პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი და საკრებულოს წევრი.

პარტიამ, რომელსაც ქალაქის მერი წარმოადგენდა, მომხდარს "ლაჩრულად მოკვლა" უწოდა და დაგმო. პოლიტიკოსები სამართლიანობას მოითხოვენ.

თავდასხმაში Los Tequileros-ის კრიმინალური დაჯგუფებაა დადანაშაულებული, რომელიც ნარკოკარტელს წარმოადგენს.

სოციალურ ქსელებში შემთხვევის ადგილიდან ცხედრების ფოტოები გავრცელდა. თავდასხმის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეიარაღებული პირების მოსაძებნად არმიისა და საზღვაო ძალების დანაყოფებს გამოიყენებდა.

სან მიგელ ტოტოლაპანი Tierra Caliente-ს რეგიონის შუაგულში მდებარეობს. ესაა დასავლეთ მექსიკის ნარკოკარტელის მიერ კონტროლირებადი ნაწილი, სადაც ხშირადაა ძალადობის შემთხვევები. ჯერჯერობით უცნობია, რა იყო თავდასხმის მოტივი, მაგრამ რეგიონში ადგილობრივი ოფიციალური პირების მკვლელობები იშვიათი არაა.

წყარო: bbc

მოამზადა ანა სიბოშვილმა