ავტორი:

"ღმერთმა არ ჩაუგდოს ირაკლი კობახიძეს ოჯახის წევრი ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა მე ვიმყოფები - ჩემი ძმა იღუპება" - გიორგი სააკაშვილი

"ღმერთმა არ ჩაუგდოს ირაკლი კობახიძეს ოჯახის წევრი ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა მე ვიმყოფები - ჩემი ძმა იღუპება" - გიორგი სააკაშვილი

ირაკლი კობახიძის განცხადებების კომენტირებისგან თავს შევიკავებ. მისი ჩვეული სტილია, რომ თურმე ყველაფერი სპეკულაციაა. ღმერთმა არ ჩაუგდოს ოჯახის წევრი ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა მე ვიმყოფები. ვხედავ, რომ ჩემი ძმა იღუპება და ვერასდროს შევეგუები, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმამ გიორგი სააკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, სადაც ის აღნიშნავს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესებაზე საუბარი პოლიტიკური სპეკულაციაა.

როგორც გიორგი სააკაშვილი განმარტავს, დღითიდღე რთულდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დრო აღარ ითმენს.

"დღითიდღე რთულდება მიშას მდგომარეობა. წნევა იმ დღეს 220 აღენიშნებოდა, რაც არასდროს ჰქონია, პულსი 170 იყო. კრიტიკულ ზღვარზეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. გუშინ უნდა შესულიყო ორივე ექსპერტი. კატეგორიულად ვითხოვთ ჯეიმს კობის შეშვებას, რაც შეიძლება მალე დაიდოს შესაბამისი დასკვნა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ოჯახს, რომ მივმართოთ სასამართლოს ადვოკატების დახმარებით, რომ როგორმე მოხდეს მისი საზღვარგარეთ ტრანსპორტირება. დრო აღარ ითმენს.

ირაკლი კობახიძის განცხადებების კომენტირებისგან თავს შევიკავებ. მისი ჩვეული სტილია, რომ თურმე ყველაფერი სპეკულაციაა. ღმერთმა არ ჩაუგდოს ოჯახის წევრი ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა მე ვიმყოფები. ვხედავ, რომ ჩემი ძმა იღუპება და ვერასდროს შევეგუები. თითოეულ მათგანს მოვუწოდებ, რომ გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი, არ მოვუწოდებ გლობალური მიტინგისკენ, არა, გვერდით დაგვიდგნენ, ქართველები გავერთიანდეთ, რომ მიშას სიცოცხლე გადავარჩინოთ“,- აღნიშნავს გიორგი სააკაშვილი.