ავტორი:

დღის ფოტო: პროტესტი ირანელი ქალების მხარდასაჭერად

დღის ფოტო: პროტესტი ირანელი ქალების მხარდასაჭერად

უკვე სამი კვირაა, რაც ირანში საპროტესტო აქციების ტალღა გრძელდება. ირანელი ქალები თავისუფლებას მოითხოვენ, მათ უნდათ, რომ ჰქონდეთ უფლება, ჩაიცვან ისეთი სამოსი, როგორიც სურთ, რომ თვითონ გადაწყვიტონ, დაიფარონ თუ არა ჰიჯაბი.

საპროტესტო ტალღა 22 წლის მაჰსა ამინას სიკვდილს მოჰყვა. ახალგაზრდა ქალი ირანის "მორალის პოლიციამ" ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა. მაჰსას სასტიკად გაუსწორდნენ და ის მიღებული ფიზიკური დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

ირანელი ქალების პროტესტს უერთდებიან ადამიანები მთელი მსოფლიოდან და მათ მხარდაჭერას უცხადებენ.

ეს ფოტო ბარსელონაშია გადაღებული სააგენტო "როიტერსის" რეპორტიორის მიერ. აქციის მონაწილე ასეთი ფორმით გამოხატავს საკუთარ პროტესტსა და მხარდაჭერას ირანელი ქალების მიმართ.